logo_geo
eng_logo
ელისო ჯობავა ნიკა გვარამიას: მენანები, შვილო, ძალიან! რამ გაგაბოროტა, რა სისხლი გადაგისხეს ნაცებმა?
- +

16 ივლისი. 2019. 17:34

 

აფხაზეთიდან დევნილი ელისო ჯობავა facebook-ზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მიმართავს.

 

„მივმართავ ცრუ „რუსთავი 2“-ის დირექტორს გვარამიას. ნიკა, შვილო! ასეთი დედის შვილი რატომ გახდი ასეთი ბოროტი! (აცხონოს იზო უფალმა). ასეთი არ იყავი სოხუმის მე-11 საშუალო სკოლაში. მასწავლებლები ამაყობდნენ შენით! რატომ არცხვენ სკოლას და დედაშენის საფლავს, რომ გიტრიალებენ საფლავში! მენანები, შვილო, ძალიან. რამ გაგაბოროტა, რა სისხლი გადაგისხეს ნაცებმა! არც დევნილი გეცოდება. შენც ხომ დევნილი ხარ ჩემსავით. შენმა ტელევიზიამ ცრუ ინფორმაცია რომ მიაწოდა ხალხს! ხომ დამინახე ტელევიზიით, რატომ არ შეგიტოკდა გული! მესაფლავედ რომ გამომაცხადეს! დიახ, გახარია ჩემი მინისტრია, ათასჯერ გავიმეორებ! არ გადადგე, ბატონო მინისტრო!“ - წერს ელისო ჯობავა facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 

რამდენიმე დღის წინ შს მინისტრის, გიორგი გახარიას მხარდასაჭერი ვიდეოს გამო ელისო ჯობავას „რუსთავი 2“-მა „ქართული ოცნების მესაფლავე“ უწოდა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner