logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილმა, როგორც სახელმწიფო მოღვაწემ, ზუსტად ჩამოაყალიბა პოზიცია, რომელსაც მთელი გუნდი მხარს უჭერს
- +

17 ივლისი. 2019. 15:38

 

 

„ბიძინა ივანიშვილმა, როგორც სახელმწიფო მოღვაწემ, გნებავთ როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა და ამ ქვეყნის მოქალაქემ, უბრალოდ და ზუსტად ჩამოაყალიბა პოზიცია, რომელსაც მთელი გუნდი მხარს უჭერს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს და შემდეგი სახის განცხადებას ავრცელებს:

 

„საზოგადოება და სახელმწიფო ინსტიტუტები არ უნდა მოექცნენ აგრესიული, ფარისევლური და ქვეყნისთვის დამაზიანებელი დღის წესრიგის და მისი მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის ტყვეობაში: მშვიდობა, უსაფრთხოება და ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა, სტაბილური განვითარების შესაძლებლობა მტკიცედ უნდა იყოს დაცული. ნებისმიერი ძალადობრივი შეტევა ამ სიკეთეებზე ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს კანონის თანახმად. ხელისუფლებას აქვს ამის ლეგიტიმაცია და მოვალეობა;

 

საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაცია რეგიონებსა და დედაქალაქში, ხალხთან კონტაქტი და პრობლემების გადაჭრა მათი ჩართულობით;

 

პოლიტიკის გახსნა ახალი, წარმატებული და მომავლის ხედვის მქონე ადამიანებისთვის - დესტრუქციული ძალების ნაცვლად, ახალი, პოზიტიური ალტერნატივების ხელშეწყობა. 2020 წლის არჩევნების შედეგად უფრო მშვიდი, დაბალანსებული და საქმიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება“, - აცხადებს თალაკვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner