logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი: მინდა გაცნობოთ,რომ სამართლებრივი დავა ჩემს სასარგებლოდ დასრულდა
- +

18 ივლისი. 2019. 03:10

 

 

პროფესორი, ლექტორი ზაზა სიამაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

“მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA-ს) წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დავა ახლახანს ჩემი გამარჯვებით დასრულდა. კერძოდ, ინსტიტუტის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა ცნობილი და დაევალა ფულადი კომპენსაციის გადახდა ჩემს სასარგებლოდ.

ცნობისათვის, აღნიშნული დავა უკავშირდებოდა სოციალურ ქსელში ჩემს პირად გვერდზე გამოთქმულ აზრს, რომლის გამოხატვის ფორმა (ალბათ,

შინაარსიც) მიუღებელი აღმოჩნდა ინსტიტუტის ადმინისტრაციისათვის, კერძოდ, რექტორისათვის (მარინე იოსელიანი), რის გამოც დამატოვებინეს ლექტორის თანამდებობა. რა თქმა უნდა, აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად უსამართლოდ მივიჩნიე, ვინიადან, ვთვლი, რომ ლექტორი, რომელიც დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით ასრულებს თავის საქმეს, არ შეიძლება გაათავისუფლო სამსახურიდან მხოლოდ იმ მოტივით, რომ მან ინსტიტუტის ადმინისტრაციისაგან განსხვავებული აზრი გამოთქვა. აქედან გამომდინარე, ჩემი უფლებების დასაცავად, გადავწყვიტე, სამართლებრივი დავა დამეწყო ზემოთაღნიშნული სასწავლებლის წინააღმდეგ. ვინაიდან, როგორც ვიცით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება გამოთქვას და გამოხატოს თავისი აზრი ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც ადამიანის ერთ-ერთ მთავარ და ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს.

ამრიგად, ხანგრძლივი დავის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქალბატონმა მაია გიგაურმა, მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, რის შედეგადაც დაცულ იქნა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. უახლოეს დღეებში უფრო მეტ დეტალს მოგაწვდით. ასევე, ჩამოვთვლი იმ ძვირფას და ერთგულ ადამიანებს, ვინც ამ პერიოდში გვერდში მედგა, მამხნევებდა, ჩემთან ერთად იბრძოდა, - ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, რომლებმაც იტვირთეს ადვოკატის მძიმე და საპასუხისმგებლო მისია, ყოფილ სტუდენტებს და დღეს მეგობრებს, ჩემს მეგობრებს, ახლობლებს.... ვეცდები, ვინმე არ გამომრჩეს.... კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!” - წერს ზაზა სიამაშვილი.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner