logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ნიკა გვარამიამ „სუხოიზე“ წააგო თეა წულუკიანთან და სტრასბურგის ხელით „წითელი დიპლომი“ გადასცა „კლანს“
- +

18 ივლისი. 2019. 13:14

 

 

„ნიკა გვარამიამ „სუხოიზე“ წააგო თეა წულუკიანთან და სტრასბურგის ხელით „წითელი დიპლომი“ გადასცა „კლანს“,- ამის შესახებ ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ნიკა გვარამია აქამდე კვალიფიციური იურისტი გვეგონა, საზოგადოება ელოდა მისი ხელით „კლანის“ დასამარებას. მოხდა პირიქით. გვარამიამ „სუხოიზე“ წააგო თეა წულუკიანთან და სტრასბურგის ხელით „წითელი დიპლომი“ გადასცა „კლანს“.

 

ამისთვის გვაბრძოლა გვარამიამ მთელი სამოქალაქო საზოგადოება?

 

ის დროა, შოუბიზნესსა და კულინარიაში დაიხარჯოს ფეიკნიუსერი ნიკა გვარამია“, - წერს გია აბაშიძე.

 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner