logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: ეს არის ქართული მართლმსაჯულებისა და სახელმწიფოს უდიდესი გამარჯვება
- +

18 ივლისი. 2019. 14:20

 

 „ეს არის ქართული მართლმსაჯულებისა და სახელმწიფოს უდიდესი გამარჯვება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე „რუსთავი 2“-ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

„ქართული მართლმსაჯულებისა და სახელმწიფოს უდიდესი გამარჯვება. ვყალიბდებით დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ.

საქმეზე „რუსთავი 2“ - საქართველოს წინააღმდეგ, გაიმარჯვა საქართველომ! საქმეზე „ძმები ყარამანაშვილები საქართველოს წინააღმდეგ“ - გაიმარჯვა საქართველომ! სტრასბურგის სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება და სამართლიანობა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ წარმოადგენს ქიბარ ხალვაშის კანონიერ საკუთრებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი 2“-თან და მის მფლობელებთან მიმართებაში, საქმის არცერთ ნაწილში, არანაირი დარღვევას ადგილი არ ჰქონია! ეს საქმე, პრაქტიკულად ქართული მართლმსაჯულების საერთაშორისო ტესტი იყო, რომელიც ქართულმა სასამართლომ დიდი წარმატებით ჩააბარა! ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისის გადაწყვეტილებით გვეუბნება, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და კანონიერების უმაღლესი ევროპული სტანდარტით. ეს არის ჩვენი მართლმსაჯულების სიტემის უდიდესი აღიარება!“ - წერს გვენეტაძე facebook-ის გვერდზე.

 

დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner