logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: სტრასბურგის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ აჩერებს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას
- +

18 ივლისი. 2019. 15:51

 

ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“-ისა და ვაზაგაშვილების საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ეხმაურება და მას უპრეცედენტოს უწოდებს.

 

„ორწლინახევრის წინ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერების შესახებ.

 

გასაგები იყო, რომ ამ გადაწყვეტილების მოტივაციაში დიდი იყო საქმის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟისა და პოლიტიკური დევნის აჩრდილის შიში, რომლის კულტივირებასაც აქტიურად ცდილობდნენ ნაცმოძრაობა და მისი ლობისტები და რის შესახებაც მაშინვე ვწერდი.

 

სავსებით გასაგები იყო, რომ სტრასბურგის სასამართლო საქმის არსებითი განხილვის შემდეგ სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას დადებდა. დარწმუნებული ვარ, რომ იმ ერთმა მოსამართლემ, რომელმაც საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა, ეს იმიტომ გააკეთა, რომ სწორედ მან მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერების გადაწყვეტილება.

 

საინტერესოა, ვინ აუნაზღაურებს კანონიერ მეპატრონეებს მათთვის კანონიერად დაბრუნებული ქონების ორი წლისა და 6 თვის განმავლობაში განკარგვის უფლების ჩამორთმევის გამო მიყენებულ ზარალს.

 

სტრასბურგმა ვაზაგაშვილის და 2008 წელს დაზარალებულ მოქალაქეთა საქმეებში სახელმწიფო დამნაშავედ ცნო და ამ ნაძირალების მიერ ჩადენილი მკვლელობებისა და მხეცობების ფული ჩვენ უნდა დავფაროთ ჩვენი ბიუჯეტიდან, რაც ყველაზე დიდ უსამართლობად მიმაჩნია.

 

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს და იქ თავმოყრილ ადამიანებს, ასევე იმათ, ვინც ამ ინფორმაციული შხამების ფაბრიკას თავისუფალი სიტყვის მებაირახტრედ მიიჩნევდა, მე ნამდვილად არ მაქვს მათი ამ გონებრივი და სულიერი ბანგისგან გამოფხიზლების იმედი.

 

ამიტომ სჯობს, გვარამიას ჩაციებულ შამპანურებს დაეწაფონ - ასე მათი მდგომარეობა უფრო ბუნებრივი იქნება.

 

P.S.: სამხედრო ფორმაში გამოწყობილი გვარამია, მართლაც ძალიან სახალისო სანახავი იყო. თავი ვერ შეიკავა და კვლავ იცრუა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება, რომლიც უბრალოდ დროის გაწელვის უაზრო მცდელობაა, რადგან დიდი პალატა ექვსი ერთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას არ განიხილავს, მას ფილტრაციის კომისია არ მიუშვებს დიდ პალატამდე, არ აჩერებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას“, - წერს სოსო მანჯავიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 

დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულსა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ისა და ვაზაგაშვილების საქმეებზე გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა. სასამართლომ ვაზაგაშვილების სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფოს 50 000 ევროს კომპენსაცია დააკისრა. „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner