logo_geo
eng_logo
ნინო ნადირაძე პაატა სალიაზე: ეს არის კრისტალურად სუფთა, იშვიათი ერთგულების, თავმდაბალი…
- +

18 ივლისი. 2019. 22:44

 

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე-კუზანოვა რუსთავი 2-ის ახალი დირექტორის, პაატა სალიას შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"15 წელია ვიცნობ და ვმეგობრობ პაატასთან ( პროფესიულ ურთიერთობებს თუ არ ჩავთვლით) იცით, არც არავის ქება მჩვევია და არც ვაზელინობა, ერთ ფაქტსაც ვერ დამიდებთ! ეს არის კრისტალურად სუფთა, იშვიათი ერთგულების, თავმდაბალი, ჭიანჭველასავით მუშა, თბილი ადამიანი და თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი, რომელმაც ნოლიდან არა, მინუსებიდან დაიწყო თავისი ცხოვრება (აფხაზეთიდან ლტოლვილობიდან) და მე მისი არც ერთი უწესო ნაბიჯი არ მინახავს ამ ხნის მანძილზე. ეს იმიტომ დავწერე, რომ წარმომიდგენია რას არ დააბრალებენ ახლა მას! თუმცა ჩემი დაცვა არ ჭირდება, მას საუკეთესო ადვოკატი ყავს - თავისივე წარსული".

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner