logo_geo
eng_logo
ირაკლი კაკაბაძე: საიდან ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილს იმხელა ფული, რომ მინისტრობის პერიოდში ეყიდა „რუსთავი 2“?
- +

19 ივლისი. 2019. 16:25

 

 

„ირაკლი ოქრუაშვილი არის ბუტა რობაქიძის მკვლელი, საქართველოს მოღალატე“, - ამის შესახებ უფლებადამცველი და მწერალი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ირაკლი ოქრუაშვილი არის ბუტა რობაქიძის მკვლელი, საქართველოს მოღალატე - ФСБ-ს დაქირავებული აგენტი 2011 წელს, და არარაობა პოლიტიკოსი. ვის მოუვიდა აზრად მისი საქართველოში დაბრუნება და ისევ „პოლიტიკურ ლიდერად“ ქცევა - არ ვიცი. თუმცა, იმას კი კარგად ვხვდები, რომ მის უკან „შავი ფულია“ (არ არის გამორიცხული, მისი პატრონი ისევ ФСБ-ა.). საიდან ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილს იმხელა ფული, რომ მინისტრობის პერიოდში ეყიდა „რუსთავი 2“? თუ ეს მართლა ასე იყო, ესე იგი, ის ფულებს ისევ ჩვენ გვპარავდა. ამას თუ გამოავლენს ოქრუაშვილი ახლა - მაშინ თავისი ფეხით უნდა წავიდეს ციხეში“, - წერს ირაკლი კაკაბაძე.

 

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოსგან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღებას ითხოვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner