logo_geo
eng_logo
ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2-ზე“: გასაკეთებელი ისევ ბევრია
- +

21 ივლისი. 2019. 15:11

 

 

„რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გასაკეთებელი ისევ ბევრია“, - წერს ხალვაში სოციალურ ქსელში.

 

სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

 

18 ივლისს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ს გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner