logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე ქიბარ ხალვაშის განცხადებაზე: „რუსთავი 2“-ის და ზოგიერთი NGO-ს რეაქცია იმის აღიარებაა, რომ „რუსთავი 2“ მედია კი არა, პოლიტიკური ბრძოლის იარაღია
- +

22 ივლისი. 2019. 16:06

 

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს ქიბარ ხალვაშის განცხადებასა და „რუსთავი 2“-ის რეაქციაზე.

 

მისი თქმით, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება არ არის მაყურებლისთვის შეურაცხყოფის მიყენება.

 

„ქიბარ ხალვაშის განცხადებასა & „რ2“-ის რეაქციაზე:

 

ხალვაში განცხადებაში მკაფიოდ ამბობს, რომ სარედაქციო პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს იმ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს, რომლებსაც თანამედროვე მედია იცნობს. სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება არაა მაყურებლისთვის შეურაცხყოფის მიყენება. არაერთხელ მითქვამს, რომ ამგვარი მავნე ზეგავლენისგან, როგორიცაა გინება, ფეიკნიუსები და ცილისწამება და სხვ. მაგალითად, ბრიტანელ ტელემაყურებელს იცავს იქაური მარეგულირებელი Ofcom. თუმცა, ევროპის სხვა ქვეყნებში შიდა ტელე-მედიარეგულირება გაცილებით მაღალ სტანდარტზეა, ვიდრე „რ2“-ის არსებული, მოჩვენებითი ეთიკური სტანდარტი.

 

სამწუხაროდ, ხალვაშის განცხადება „რ2“-ისა და ზოგიერთი NGO-ს მიერ [საყოველთაოდ ცნობილი სიტუაციური მოკავშირენი] აღქმულია, როგორც სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს რაზე მიუთითებს? იმაზე, რომ „რ2“ საერთაშორისოდ აღიარებულ, ცივილიზებულ მედიასტანდარტებს დღემდე არ ცნობს და არ ეთანხმება.

 

პარადოქსულია, არა? რა გამოდის? მათთვის სტანდარტის დაცვა მიიჩნევა შეტევად? [იმ „ენჯეოშნიკების“ კონსტრუქციული კრიტიკაც ხომ შტურმად აღიქმება მათ მიერვე?]რა, ჟურნალისტმა მიზანმიმართულად უნდა იცრუოს და ესაა საერთაშორისო სტანდარტი? და თუ მოსთხოვე, რომ შეგნებულად არ ატირაჟიროს სიყალბე, ეს არის დამოუკიდებლობის შეზღუდვა? გინება, ბინძური შეურაცხყოფაც თავისუფალი მედიის სტანდარტია? ეს ისწავლეს ევროპულ ტრენინგებზე აქ, სტრასბურგის სასამართლოს საჯარო შეურაცხყოფებზე თვალისდამხუჭველმა ჩვენმა მრავალსტანდარტიანმა NGO-შნიკებმა?..

 

მათი რეაქციები არის იმის აღიარება, რომ „რუსთავი 2“ მედია კი არაა, არამედ არის ნაცმოს რუპორი და პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, როგორც ამას თავად ამბობს სტრასბურგის სასამართლოს მლანძღველი ნ.გვარამია.

 

კარგია, რომ ხალვაშს სურს გამოცდილი უცხოელი ტოპ მედიამენეჯერის მოწვევა, თორემ აქაური ზოგიერთი ფსევდოს სტანდარტების იმედზე, წინ ვერ წავალთ.

 

მშვიდობა და განვითარება საქართველოს!“ - წერს გია აბაშიძე facebook-ის პოსტში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner