logo_geo
eng_logo
იოსებ ჭუმბურიძე: იცით, რამ გადაგაგვარათ?!. შეეგუეთ და მშვიდად დაგეძინებათ..
- +

22 ივლისი. 2019. 23:55

 

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

“მომისმინეთ, გვარამიავ!

ნუ გეშინიათ, წაქცეულს წიხლს არ დაგაჭერთ.

ნუ იტყვით, წაქცეული არა ვარო!

ხართ!

გამარჯვებული წავედიო?!

მაგრამ სამშობლო დამარცხდაო?!

შეიძლება, დამარცხებულ სამშობლოში ვინმე გამარჯვებული იყოს?!

მეტყვით, მხოლოდ მტერი და ოკუპანტიო.

გეთანხმებით, მაგრამ საკუთარ თავს გამარჯვებულს როგორღა უწოდებთ?!

თუ ჩვენი სამშობლო დღეს მართლა დამარცხებულია, აქ, თქვენ ლომის წილი გიდევთ!

რით?

თქვენი პროკურორობით, სცენარისტობით, „ჟურნალისტობით", გენდირექტორობით, სააკაშვილის მარადი ქვეშევრდომობით...

იმით, რომ ეკა კვესიტაძე ყველაზე დიდი ჟურნალისტი გგონიათ; რომ ჟურნალისტიკა ის გგონიათ, რასაც მელაძე, გაბუნია, ბაღაშვილი, გოგოტიშვილი, გაფრინდაშვილი... აკეთებენ; რომ „კომედიშოს", ვანოსა და „გააცინეს „იუმორი" მათლა იუმორი გგონიათ; რომ, რომ, რომ....

 

კრიტიკული არხი ვართო?!

ვთქვათ, ასეა.

რას აჩვენებდა ეს „კრიტიკული არხი?!"

იმას, რომ ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა, რომ ხალხი უკიდურესად გაჭირვებულია?!

და თქვენ და თქვენი გუნდი, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, ასე კარგად როგორ ცხოვრობდით?!

სამშობლოზე ათასჯერ უკეთ როგორ ცხოვრობდით?!

ათიათასებს როგორ იღებდით, მაშინ, როცა გადასახადებს არ იხდიდით?!

თქვენგან გადაუხდელი ათიათასები(თუ მილიონები) თქვენგანვე „შეცოდებულ" გაჭირვებულ ხალხს არ აკლდებოდა?!

 

თქვენ არც უნიჭო ხართ და არც გაუნათლებელი.

ერთ დროს სამშობლოც გიყვარდათ და გტკიოდათ, მაგრამ იცით, რამ გადაგაგვარათ?! - იმან, რასაც ეს ანდაზა იტევს და გამოხატავს: „უნახავმა რა ნახაო?!"

პროვინციალიზმი არ უკავშირდება დაბადების ადგილს,

ეს სულის თვისებაა.

გვინახავს ვაკის ვაკეში დაბადებული და გაზრდილი ღრმა პროვინციალი.

პროვინციალიზმია თქვენი ჩაცმულობა, ვარცხნილობა, ცხოვრებისა და აზროვნების სტილი.

თქვენი გადაგვარ (ამია) ებულობა !

თქვენ ეგ გგონიათ თანამედროვეობა, ანუ „სვეტობა!"

სინამდვილეში, ეს ყველაზე ღრმა ჩამორჩენილობა, ანუ გოიმობაა!

 

გურამ დოჩანაშვილი ამბობს, მშვიდად ვერ დაიძინებ, თუ სამშობლოზე უკეთ ცხოვრობო.

მჯერა, ახლა არც თქვენ გძინავთ მშვიდად, მაგრამ აქ სამშობლო არაფერ შუაშია.

მშვიდად სწორედ იმიტომ აღარ გძინავთ, რომ სამშობლოზე ბევრად უკეთ ცხოვრების შესაძლებლობა დაკარგეთ.

შეეგუეთ და მშვიდად დაგეძინებათ.

მართლა მშვიდად” - წერს იოსებ ჭუმბურიძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner