logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი: თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი GIPA-ს წინააღმდეგ. არა უსამართლობას!
- +

24 ივლისი. 2019. 13:30

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორის ზაზა სიამაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა GIPA-ს წინააღმდეგ და უნივერსიტეტს გათავისუფლების ბრძანების გაუქმება დაავალა. ამის შესახებ სიამაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„გაცნობებთ, რომ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი GIPA-ს წინააღმდეგ, კერძოდ, უნივერსიტეტს დააკისრა გათავისუფლების ბრძანების გაუქმება და კომპენსაციის სახით განაცდური სალექციო საათების ანაზღაურება. არა უსამართლობას! კანონი მკაცრია, მაგრამ სამართლიანი!“, - წერს ზაზა სიამაშვილი.

 

შეგახსენებთ, ზაზა სიამაშვილი გასულ წელს Facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

 

სტატუსში, ზაზა სიამაშვილი პაპუნა უგრეხელიძის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურებოდა და კითხვას სვამდა, ხომ არ იყო ქალების მიერ სექსუალურ შევიწროებაზე ლაპარაკი შურის გამოხატვის ახალი ფორმა, ან უპერსპექტივო ცხოვრების ნიშანი. 

 

კომისიამ, რომელიც „ჯიპაში“ შეიკრიბა, მოწვეული პროფესორის ღირებულებები სასწავლებელთან შეუთავსებლად მიიჩნია და სიამაშვილი სამსახურიდან დაითხოვა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner