logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საგამოძიებო ორგანოში დაბარების მიბმა ანაკლიის პროექტთან პოლიტიკური სპეკულაციის მცდელობაა
- +

24 ივლისი. 2019. 14:47

 

 „ხაზარაძისა და ჯაფარიძის საგამოძიებო ორგანოში დაბარების მიბმა „TBC ბანკთან“ ან ანაკლიის პროექტთან პოლიტიკური სპეკულაციის მცდელობაა“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებას.

 

„მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით მათ საგამოძიებო ორგანოში დაბარება აბსოლუტურად ნორმალური პროცესია. ამ პროცესის მიბმა ან „თიბისი ბანკთან“, ან ანაკლიის პროექტთან კიდევ ერთი პოლიტიკური სპეკულაციის მცდელობაა. მგონი, უკვე დროა, ყველა მიეჩვიოს სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრებასა და კანონთან და სამართალთან თანასწორობას“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner