logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: დანაშაული არავის არ უნდა შერჩეს და კანონის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს
- +

24 ივლისი. 2019. 15:08

 

„დანაშაული არავის არ უნდა შერჩეს და კანონის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს“, - ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება.

 

„რა თქმა უნდა, ყველამ ვიცოდით, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძესთან დაკავშირებით არსებობდა კითხვები; რა თქმა უნდა, ყველამ ვიცოდით, რომ მათ მიერ შესაძლო კანონდარღვევებზე მიმდინარეობდა გამოძიება; რა თქმა უნდა, ყველა ველოდით გაგრძელებას; რა თქმა უნდა, არავის არ უნდა შერჩეს დანაშაული; რა თქმა უნდა, ყველა უნდა აგებდეს კანონის წინაშე პასუხს და ა.შ., სწორედ ამ „რა თქმა უნდათი“ საუბრობს ყველა, მაგრამ მაინც პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავთ ნებისმიერი ადამიანის, ნებისმიერი დანაშაულისთვის ნებისმიერი პასუხის გაცემა სახელმწიფოს მხრიდან.

 

ყოველ წელს გვაქვს არჩევნები, ყველა ვიღაცასთან არის დაკავშირებული, ყველა ყველას იცნობს, ყველას აქვს თავისი შეხედულებები და ამ ლოგიკით, საქართველოში ყველას ყველაფერი უნდა შერჩეს? ისიც კარგად ვიცით, რომ უკვე ამდენი წელია, თითქოს შევეჩვიეთ იმას, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც ვერავინ ეხება, მაგრამ ეს „რა თქმა უნდა“ და „ვერავინ“ თუ ოდესმე არ დამთავრდა, ყოველთვის ერთ წრეზე ვიტრიალებთ, ჩვენ კიდევ ეს წრე ოდესმე მაინც უნდა დავამთავროთ.

 

ეს არის ის, რაზეც ყველა ვთანხმდებით, მაგრამ მაინც გვაქვს „პრეტენზიები“, მაგრამ ვისთან ან რისთვის, ეგ ჯერ არ ვიცით.

 

კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორნი - წერტილი!!!“- წერს ირაკლი ლატარია facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner