logo_geo
eng_logo
თამარ მახარობლიძე: დადასტურდა, რომ საქმეს კავშირი არ აქვს არც „თიბისი ბანკთან“ და არც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“
- +

24 ივლისი. 2019. 15:09

 

„დადასტურდა, რომ საქმეს კავშირი არ აქვს არც თიბისი ბანკთან და არც ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, - ასე გამოეხმაურა სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებას.

 

„დროული და ლოგიკურია დღევანდელი შემაჯამებელი გადაწყვეტილება ამ საქმეზე. რამდენიმე თვე მიმდინარეობდა გამოძიება და ამ დროის განმავლობაში დადასტურდა, რომ საქმეს კავშირი არ აქვს „თიბისი ბანკთან“, ისევე როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“. ბანკი შეუფერხებლად განაგრძობს საქმიანობას, ხოლო ანაკლიის პორტის აშენებაზე მთავრობას მტკიცე ნება აქვს გამოხატული. ახლა საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს, სადაც მხარეები, საკუთარი პოზიციების დასაცავად, კანონით მინიჭებული ყველა უფლებით ისარგებლებენ“, - წერს მახარობლიძე facebook-გვერდზე.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner