logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ამ ხნის განმავლობაში გამოიკვეთა, რომ ამ საქმეს კავშირი არ აქვს არც „TBC ბანკთან“ და არც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“
- +

24 ივლისი. 2019. 15:35

 

ექსპერტი გია აბაშიძე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებას სოციალურ ქსელში ეხმაურება: „ამ ხნის განმავლობაში გამოიკვეთა, რომ ამ საქმეს კავშირი არ აქვს არც „TBC ბანკთან“ და არც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“.

 

„როგორც ჩანს, 2018 წლიდან თუ არა მანამდე, პროკურატურამ სერიოზულად იმუშავა ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ სავარაუდო (allegedly) ფულის გათეთრების საქმეზე.

 

იმ ნარატივის ტირაჟირება, რომ ბრალის წარდგენა უკავშირდება ხაზარაძის პოლიტიკურ გეგმებს, უადგილოა. ელემენტარულად, გადახედეთ ქრონოლოგიას (timeline). როგორც ჩანს, სახელმწიფო მოქმედებს კანონის ინტერესებში და არ ითვალისწინებს რაიმე ტიპის პრივილეგიებს.

 

ამ ხნის განმავლობაში ხომ გამოიკვეთა, რომ ამ ქეისს არ აქვს კავშირი არც „TBC ბანკთან“ და არც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“. ბანკის შეუფერხებელ საქმიანობას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი, ხოლო ანაკლიის პორტის აშენებაზე მთავრობას მტკიცე ნება აქვს გამოხატული აქაც და დასავლეთშიც.

 

იმედი მაქვს, რომ სამართლებრივი პროცესები გამჭვირვალედ წარიმართება და მხარეები სრულფასოვნად დაიცავენ პოზიციებს. ჩვენ ევროპულ ოჯახში შესასვლელად არ გვჭირდება გადახვევები და რაიმე სახის დამატებითი ხარვეზები. გვაკვირდებიან გამადიდებელი შუშით...

 

მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და მათ გულშემატკივრებს ვურჩევდი - სასამართლოში ღირსეულად დაიცვან საკუთარი პოზიციები და სხვადასხვა ბიზნესებს ფარად ნუ გამოიყენებენ და ნუ გაოქრუაშვილდებიან ბოლომდე!..“- წერს გია აბაშიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner