logo_geo
eng_logo
შოთა უტიაშვილი: აგვისტოს ომმა საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა
- +

24 ივლისი. 2019. 15:44

 

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თითქმის ათი წელი რუსეთი ვერ ახდენდა ჩვენზე, ფაქტობრივად, ვერანაირ ზეწოლას. იცოდნენ, რომ საქართველოს „დაჩმორება“ იოლი არ იქნებოდა.

 

დღეს უკვე ეს მსხვერპლი წყალშია გადაყრილი. მოსკოვმა მოახერხა და „ქართული ოცნების“ უთავმოყვარეობის, პანიკიორობისა და არაპროფესიონალიზმის წყალობით, მიაღწია იმას, რომ ივანიშვილს რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს.

 

უმარტივესი ილეთით, სანქციების მუქარით, მერე მისი შემსუბუქების იმედის მიცემით, საზღვართან ჩატარებული სამხედრო წვრთნებით, კრემლმა სრულიად ამოაგდო კალაპოტიდან საქართველოს მთავრობა. აგერ შედეგიც, ყველაზე მნიშვნელოვანი პროდასავლური პროექტი, ანაკლიის პორტი, გაყინეს, ყველაზე დიდი პროდასავლური ორგანიზაცია - „რუსთავი 2“ დაანგრიეს, და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. დასავლეთს კი, ჯერჯერობით, სძინავს“, - წერს შოთა უტიაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner