logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: სამწუხარო რეალობაა, რომ ლაშა ბუღაძის “პრინციპულ” სამოქალაქო პოზიციას „ნაციონალური მოძრაობის“ საარგებლოდ მხოლოდ “რუსთავი2”-ში ასაღები ხელფასი განაპირობებდა
- +

24 ივლისი. 2019. 21:35

 

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ აღიარებაა, რომ ლაშა ბუღაძის „პრინციპულ“ სამოქალაქო პოზიციას „ნაციონალური მოძრაობის“ საარგებლოდ მხოლოდ “რუსთავი2“-ში ასაღები ხელფასი განაპირობებდა” - წერს იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ხელოვნება, მასმედია,ბიზნესი ერთიანი პოლიტიკით ნაციონალური მოძრაობის სამსახურში.

 

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ აღიარებაა, რომ ქართველი მწერლის, დრამატურგის ლაშა ბუღაძის “პრინციპულ” სამოქალაქო პოზიციას ნაციონალური მოძრაობის საარგებლოდ მხოლოდ “რუსთავი2”-ში ასაღები ხელფასი განაპირობებდა ანუ ჩემთვის და საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის პატივსაცემი ადამიანი,“ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაქირავებული “გამპრავებელი” აღმოჩნდა1გამიჩნდა ეჭვი, ალბათ საფუძვლიანიც, ნუთუ ყველა ის სახე, რომელიც აქამდე ამ ხაზს მიყვებოდა და დღესაც მიყვება “გამპრავებელია!”

 

ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ძალიან საინტერესო იყო „რუსთავი 2“ -ის საქმე როგორც უპრეცედენტო, სადაც პირველად გამოიყენეს სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, თუმცა საკითხის შესწავლის შემდეგ დაუშვებლად იქნა ცნობილი “რუსთავი 2-ის” ყველა სასარჩელო მოთხოვნა.

 

მთლიანობაში იკვეთება „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც პარტიის პოლიტიკის მთავარი ხაზიЖმკვლელობა, წამება, მედიის შეზღუდვა, საკუთრების ხელყოფა და პოლიტიკას დაქვემდებარებული მართლმსაჯულება.

 

ვფიქრობ ამ ხაზს მიყვებოდა (კონკრეტული მიმართულებით) „რუსთავი2 ის” როგორც სხვისთვის წართმეული ტელევიზიის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც თვადაუზოგავად ცდილობდა სასამართლოზე უკანონო ზეგავლენის მოხდენას.

 

სამწუხარო რეალობაა ისიც, რომ ხაზარაძე - ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით არსებული კითხვის ნიშნების ფონზე პროკურატურამ საფუძვლიანად იმუშავა ფულის გათეთრების საქმეზე და საგამოძიებო უწყებების მხრიდან მიღებული იქნა შემაჯამებელი გადაწყვეტილება - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძესთვის ბრალი წარედგინათ, რამაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

 

ვფიქრობ, ამას საფუძვლად დაედო ხაზარაძის “მოწოდება” თითქოს ამით ანაკლიის პროექტს განხორციელება არ უწერია. საზოგადოების ამ ნაწილმა უნდა იცოდეს, რომ აღნიშნულ საქმეს არ აქვს კავშირი არც თიბისი ბანკთან და არც ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რადგან ბანკის შეუფერხებელ საქმიანობას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი, ხოლო ანაკლიის პორტის აშენებაზე მთავრობის მტკიცე ნება არ შეიცვლება, რაც მისი განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. ანაკლისს პროექტს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ხაზარაძის მიერ ამ საკითხზე აპელირება უბრალოდ არასერიოზულია. არაფრის მომცემია მცდელობა - კონკრეტული საქმე ანაკლიის პროექტს დავუკავშიროთ! ნიკო გომელაურის ლექსი გამახსენდა:” ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა... და მაინც, კანონის ენითა თუ საკუთარი ნებით ყველაფრის აღიარება წინგადადგმული ნაბიჯია, დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას!“, - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner