logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: დაუშინებია - აგრესიას ვეღარ გაბედავდნენო - და განაგრძო ცხოვრება, არხეინად...
- +

25 ივლისი. 2019. 15:59

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ესაა მათი მთელი გუნდის პოზიცია და არა ერთი ადამიანის. მიშამ კი ამოისუნთქა ნამდვილად, ნარჩევი ბიჭები მიწაში ჩააწვინა, რუსეთს თავისი სტრატეგიული ამოცანა შეასრულებინა, მაგრამ თურმე (ამასთანავე) დაუშინებია – ვეღარ გაბედავდნენო აგრესიას! და განაგრძო ცხოვრება, არხეინად...“ - წერს ვოლსკი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner