logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: აი, ეს ოკუპაციასთან "მებრძოლი" ერთუჯრედიანი ელემენტი ისეთ ტუტუცობას ამბობს, რაც ჯერ არავის მოსვლია თავში აზრად.
- +

25 ივლისი. 2019. 20:51

 

 

 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი შოთა უტიაშვილის მიერ 8 აგვისტოს ომთან  გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

 

გორიდან ჩამოსულმა გაგიჟებულმა ხალხმა მის სახლთან აქცია გამართა და, ბუნებრივია, გააპროტესტეს ეს სისაძაგლე. - უფ, ეგენი ტროლები არიანო და ხელისუფლების მიერ ზეწოლად შეაფასა ამ ინფუზორიამ.

 

კარგი, ეგენი ტროლები არიან. აბა, უტიაშვილის გამონათქვამს ნორმალური კაცი როგორ გააპროტესტებს, კაცო. მაგრამ, მე მაინტერესებს, აი, ის რუსთაველზე შეკრებილი "ნაღდი", ანტისაოკუპაციო მოძრაობა სად არის ამ დროს?! რატომ არ აფიქსირებენ ამ თანამედროვე ორჯონიკიძის განცხადებებზე თავიანთ პოზიციებს? რატომ არავინ შეწუხდა და პროტესტი რატომ არავინ გამოთქვა?

 

ესეც შეგიძლიათ ვრცლად ნახოთ ამ ვა"შ"კაცის სიბრძნეები აგვისტოს ომთან დაკავშირებით“,  - წერს ანდრია გვიდიანი და შოთა უტიაშვილის გუშინდელ განცხადებასაც აქვეყნებს:

 

"20 % დავკარგეთ, მაგრამ სამაგიეროდ "რუსთავი 2-ის", ანაკლიის პორტის და მსგავსი დემოკრატიული პროექტების შესანარჩუნებლად საჭირო მექანიზმები შევიმუშავეთ. ხალხისთვის ცოტა რთული გასაგებია, მაგრამ ზოგჯერ ომი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა. სამშობლო მხოლოდ ტერიტორიები არ არის, სამშობლოს ადამიანები ქმნიან და როდესაც ამ ადამიანების განვითარებისთვის ცოტაოდენი ტერიტორიის გაცემა და დათმობა გიწევს, ეს რა თქმა უნდა სწორია. ქვეყნისთვის ევრო ინტეგრაციია საჭირო. დღეს კი ბიძინა ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლება გვართმევს იმ ყველაფერს, რაც სისიხლის ფასად დაგვიჯდა", - განაცხადა უტიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner