logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: უტიაშვილების ოჯახი ოჯახია, მაგრამ ივანიშვილების ოჯახიც ხომ ოჯახია?
- +

25 ივლისი. 2019. 23:42

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე "ფეისბუქზე" შოთა უტიაშვილის სახლის წინ გამართულ აქციას ეხმაურება.

 

"შეკითხვა სახალხო დამცველს - ქალბატონო ნინო, ყურადღებით გავეცანი თქვენ განცხადებას და შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან ბოლო პერიოდი 24/7 "ნაცმოძრაობის" აჭარის აქტივისტთა ხმაურიანი პროტესტი რომ მიმდინარეობს, მთელი პერიმეტრი ლამის ალყაშია, ყოველ ღამე ირთვება სირენები, ისმის ბულინგი და უხამსი შეძახილები. ამაზეც დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. უტიაშვილების ოჯახი ოჯახია, მაგრამ ივანიშვილების ოჯახიც ხომ ოჯახია? კვესიტაძე ეკაა, მაგრამ ხვედელიძესაც ხომ ეკა ჰქვია და ამ კრიტერიუმით მაინც დავინტერესდეთ და დავაფიქსიროთ პოზიცია. მადლობა ყურადღებისათვის!" - წერს გია აბაშიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner