logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ნაცსექტანტებო, ილოცეთ გახარიასთვის!
- +

26 ივლისი. 2019. 15:56

 

„განსაკუთრებით, ჟურნალისტების საყურადღებოდ!“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„20-21 ივნისს პარლამენტთან სპეცრაზმი არ ყოფილა, იქ იყვნენ შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეები და პოლიციელები.

 

სპეცრაზმი პარლამენტთან და პარლამენტში სპეცოპერაციაში ჩაერთვებოდა რევანშისტების პარლამენტის შენობაში შეჭრის შემთხვევაში.

 

და ამას მოჰყვებოდა წარმოუდგენელი მსხვერპლი!

 

ახლა რასაც ვხედავთ, ეს დაპატიმრებები არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შედეგი.

 

სახელმწიფო გადატრიალების შედეგი კი იქნებოდა კატასტროფული!

 

აი, რას გადავურჩით!

 

ნაცსექტანტებო, თქვენც მოგმართავთ: ილოცეთ გახარიასთვის!

 

რომ არა გიორგი გახარიას გონივრული მოქმედებები, 21 ივნისს, ან თქვენ გაგლეწავდნენ ქერივით, ანდა 21 ივნისის შემდეგ თქვენ დააყენებდით სისხლის გუბეებს საქართველოში!

 

გამოცდილება კი გაქვთ, თქვე მანიაკებო!“ - წერს მძინარაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner