logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: სპეკულაცია ადამიანური ტრაგედიებით მიუღებელია
- +

28 ივლისი. 2019. 14:09

 

„მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს და ასევე აღვნიშნო, რომ სპეკულაცია ადამიანური ტრაგედიებით მიუღებელია“, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“  გასულ სიუჟეტს 24 ივლისს გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის შესახებ.

 

როგორც სესიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ყველა ხედავს, როგორ გრძელდება აღნიშნული ტელეკომპანიის „დამოუკიდებელი“ სარედაქციო პოლიტიკა

 

„პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს შვილის გარდაცვალების გამო. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ მიუღებელია ყოველგვარი სპეკულირება ადამიანური ტრაგედიით. ყველა ხედავს, რომ გრძელდება ძველი „დამოუკიდებელი“ სარედაქციო პოლიტიკა“, - წერს ირაკლი სესიაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner