logo_geo
eng_logo
გიორგი აღაპიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: ისე როგორ უნდა გეზიზღებოდეს საკუთარი ხალხი, პროპაგანდისტული სტატიები უცხოურად წერო
- +

29 ივლისი. 2019. 14:31

 

 

„მამუკა ხაზარაძემ და „ანაკლიის კონსორციუმმა“ უცხოენოვან ბეჭდურ მედიას 36 ფასიანი სტატია დაუკვეთეს, რომლის სამიზნე ქართული სახელმწიფო იყო“, - ამის შესახებ facebook-მომხმარებელი გიორგი აღაპიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

გთავაზობთ აღაპიშვილის პოსტს უცვლელად.

 

„გაიცანით - თამუნა კირვალიძე, „ანაკლიის კონსორციუმის“ მარკეტინგისა და პიარის სამსახურის ყოფილი ფორმალური და ახლა უკვე არაფორმალური ხელმძღვანელი.

 

- რაში მდგომარეობს ისტორია. 2019 წლის ივნისი/ივლისის თვეებში მამუკა ხაზარაძემ და „ანაკლიის კონსორციუმმა“ უცხოენოვან ადგილობრივ და უცხოურ ბეჭდურ მედიაში, ჯამში, 36 ფასიანი სტატია დაუკვეთა, რომელთა ერთადერთი სამიზნე არა საქართველოს ხელისუფლება - არამედ ქართული სახელმწიფო იყო. სტატიებში გადახდილი თანხის ჯამური ღირებულება, სულ მცირე 220 000 ევროს შეადგენს.

 

ისე როგორ უნდა გეზიზღებოდეს საკუთარი ხალხი და რა არარაობად უნდა თვლიდე, რომ პროპაგანდისტული სტატიებიც კი უცხოურად წერო.

 

2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდგომ, ნაწილობრივ ხელისუფლების ნებით, ხოლო ნაწილობრივ ინერციით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი შედარებით გაუმჯობესდა. მაგრამ, როგორც ჩვენ ეს საბჭოთა კავშირის დაშლის პრაქტიკამ გვიჩვენო, სახელმწიფოს მიერ გამოთავისუფლებულ სივრცეებს, უმალ იკავებს კერძო სექტორი, ასე მოხდა პირველი ოქტომბრის შემდგომაც. სააკაშვილის ხელისუფლება, განსხვავებით საბჭოთა კავშირისგან, არ ფლობდა ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სივრცეებს ბოლომდე, თუმცა ფლობდა და მართავდა ამ სივრცეების მთავარ აქტორებს, ბანკირებსა და ბიზნესმენებს.

 

ბიბლიაში ერთი საინტერესო ეპიზოდია, როდესაც მოსეს გამოჰყავს ებრაელები ეგვიპტიდან და აღქმულ მიწამდე 40 წელი ატარებს, მას უფალი გამოეცხადება და უბრძანებს რომ თავად მოსე არ უნდა შევიდეს წმინდა მიწაზე. არცერთი მონობაში ნაცხოვრები ებრაელი უფალმა პალესტინის აღქმულ მიწაზე არ შეუშვა. ამაში ცხადია უდიდესი განზრახვა იდო. სამწუხაროდ ჩვენ ასე მარტივად ვერ გავთავისუფლდებით მონობაში ნამყოფი სუბიექტებისგან და მათთან ერთად თანაცხოვრება გვიწევს აღქმული მიწისგან ძალიან განსხვავებულ, მაგრამ მონობაზე მაინც შედარებით უკეთეს ვითარებაში. მონამ თავისუფლების შინაარსი ვერ გაიგო, ნირმა არ გაუშვა და სახალხო სწრაფვა თავისუფლებისკენ საკუთარ იარაღად აქცია.

 

2016 წლის შემდგომ, საქართველო ფაქტობრივად ემსგავსება რევოლუციამდელ კუბას, სადაც ბიზნესი და ხელისუფლება ჯერ ქორწინდებიან, ხოლო მალე ამ უსქესო და უგენდერო ქორწინებაში, ბიზნესი ინიციატივას საკუთარ თავზე იღებს და ოჯახის უფროსად ან ქმრად გვევლინება. ხალხი კი ამ ყველაფრის მაყრიონია, ქორწილზე აჭმევენ და მერე მთელი ცხოვრება ორივე ცოლ-ქმარი მათ ძარცვაშია.

 

გამომდინარე ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ტენდენციებიდან, საქართველოში მდიდრდებოდნენ ყველაზე თამამები, ყველაზე უპრინციპოები და სასტიკები. ამ ველურ დასავლეთში, ყველაზე სწრაფები და ზუსტები ბანკირები აღმოჩნდნენ. ხალხის უბედურების ხარჯზე გამდიდრებულებმა, კორლეონეების ოჯახივით გადაწყვიტეს, არალეგალურიდან ლეგალურ საქმიანობაში გადასვლა. ყველა კორლეონეს თავისი კონსოლიერი, თანაშემწე სჭირდება. ადამიანი, ვინც არასოდეს კლავს და ისვრის, მაგრამ ალაგებს ურთიერთობებს და მაშასადამე, შეკვეთილ სტატიებსაც ის უზრუნველყოფს.

 

ფოტოზე თამუნა კირვალიძეა გამოსახული, თავის უშუალო უფროსთან და თავის უშუალო კლიენტებთან, ქოცებთან, ნაცებთან, ჟურნალისტებთან და სპიკერ-ბიზნესმენ ფადი ასლისთან.

ცხადია, რომ 2019 წელს სახელმწიფოს ძველი პატრონი დაუბრუნდა და მანდ გადაწყვიტა ბიზნესის და სახელმწიფოს ქორწინება სასწრაფოდ გაწყვიტოს. ცხადია, ეს ამბავი ბიზნესს არ მოსწონს და იბრძვის ყველა შესაძლო მეთოდით. ეს ამბავი თავისთავად კარგია ხალხისთვის, ვინაიდან ამ ქორწინებით ყველაზე მეტად რიგითი ადამიანები ზიანდებოდნენ, თუმცა, კარგია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს განქორწინება ახალი ქორწინების დასაბამი არ გახდება.

 

მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, სახელმწიფოს ყოფილი ქმარი მწარედ იკბინება, მას არ ენანება არც 200 და არც 300 ათასი ევრო შეკვეთილი სტატიებისთვის, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც ესე სჭირდება სახალხო მხარდაჭერა, საკუთარ ნირს ვერ ღალატობს და საპროცენტო განაკვეთს სესხებზე არ ამცირებს. პირიქით, ვალუტის კურსით მანიპულირებს, მას ხომ სახალხო ზიზღი და ელიტების სიყვარული კვებავს!“- წერს აღაპიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner