logo_geo
eng_logo
დავით ზარდიაშვილი: „გაიჩალიჩებს“ ეგ ქართლის ჭირად დაბადებული და მისი მურდალი „ნაცობა“ რაღაცას, ისეთს...
- +

29 ივლისი. 2019. 18:43

 

 

 

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ხომ იცით, მილიარდები აქვს და არიქა, არ გაგექცეთ, დაესიეთ, ცოცხლად გაატყავეთ და რაც უშოვნია, ბოლო კაპიკამდე წაართვით, მე არ მინდა, სულ თქვენი იყოსო – ქართველ ხალხს მოუწოდა დამპალი თესლისგან აღმოცენებულმა სააკაშვილმა!

 

ასეთი რამ ბოლოს ლენინმა გვითხრა წინა საუკუნეში. მას მერე – არ გამიგონია.

 

ლენინის მერე ეგეთი ბილწი სული არც გაჩენილა ჩვენთვის, ქართველებისთვის, თორემ მსოფლიოში ეშმაკის ნასხლეტსა და ნაშიერს რა დალევს!

 

არჩევნებით მოგიგო, შე უდღეურო რეგვენო, როცა ხალხი რევოლუციას ნატრობდა სწორედ შენს ჩამოსაგდებად. მერე – მშვიდობით გაგიშვა, არადა ხალხი სწორედ შენს ცოცხლად გატყავებას ითხოვდა მართლაც! სამაგიეროდ, მოგვდექი და ისევ ქვეყნის დაქცევით იმუქრები, თანაც იმ კაცის, ვინც შენგან გვიხსნა, მოსასპობად და გასაძარცვად გინდა დაგვრაზმო?!

 

ეგ უბედური გამჩერებელი არ არის და ბოლოს მოსახდენი მოხდება – „გაიჩალიჩებს“ ეგ ქართლის ჭირად დაბადებული და მისი მურდალი „ნაცობა“ რაღაცას, ისეთს, რაიმე საშინელს, „ბართლომეს ღამეს“ მსგავსს!

 

სადაცა გდია, მიწვდებიან ბოლოს ამასაც, თუ მანამდე სამართალი არ მიეწია და არ უნდა ვამბობდე, მაგრამ რეზინის ტყვიით დასთხრიან ორთავ თვალებს. თან ენასაც ამოაძრობენ და ყურებსაც დააჭრიან. იცოცხლოს, რაც სინამდვილეში არის – როგორც მძორმა, სუნთქავდეს, თქვლეფდეს და კუჭში გადიოდეს, მაგრამ არც უნდა ხედავდეს, არც ესმოდეს და ვერც რამეს ამბობდეს. მე მითქვამს და უკვე ჩემს თავზე ვატყობ – თორემ ბოლოს რაც დავწერე, არაფრით არავისზე არ დავწერდი – თავისას იზამს და გაგვაცოფებს, გაგვამხეცებს ეგ ეშმას გაგდებული, ეგა!

 

და ეს რომ არ მოხდეს, სამართალმა და სახელმწიფომ დროზე უნდა გასცეს ამ დაუძინებელ მტერს პასუხი!“ - წერს დავით ზარდიაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner