logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური „ნაციონალებს“: არც მომავალში მოგერიდებით!
- +

31 ივლისი. 2019. 01:53

 

ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში წერს:

 

facebook-ზე დიდი ხანია არ ვაქტიურობ. არც ადრე მქონდა ხალისი უაზრო და არაფრისმომცემ ონლაინ დისპუტებში მეხარჯა დრო და მითუმეტეს არც ახლა, როცა დედის გარდაცვალებიდან 40-იც არ გასულა...

 

ახლაც, სტატუსს ვაქვეყნებ, რადგან ნაცების ერთმა აქტივისტმა ჟურნალისტმა ჩემი სახელი ახსენა და დამაბრალა “უკრაინოლოგის” ნიკის უკან ამოფარება.

 

  1. თუ რამის თქმა მინდა, ვამბობ ჩემი სახელით და გვარით, რეალშიც, facebook-შიც, მეილზეც და ტელეფონზეც

 

  1. არ ვიყენებ არანაირ ალტერნიკებს, არ მჭირდება

 

  1. სააკაშვილი და ნაცები ჩემთვის ხართ ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს მტრები. გებრძოდით ივანიშვილამდე და ვიბრძოლებ თქვენს წინააღმდეგ ივანიშვილის შემდეგაც

 

ამას ყოველთვის ღიად გიფიქსირებდით და არც მომავალში მოგერიდებით.

 

შესაბამისად თქვენც მტრად მიმიჩნევთ, ბუნებრივია.

შეეცადეთ ღირსეულ მტრობას თუ არა, ინფორმაციის გადამოწმებას მაინც” - წერს გიორგი უძილაური.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner