logo_geo
eng_logo
ოთარ ანგურიძე: მნიშვნელოვანია, რომ ამ ზრდაში დიდი გავლენა მოახდინა საგარეო ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესებამ
- +

31 ივლისი. 2019. 13:04

 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში ვალუტის გაუფასურებისა და პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკის შენარჩუნებაზე საუბრობს.

 

„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარი ეკონომიკური ზრდის შეფასებისას დგინდება, რომ 2019 წლის ივნისში ეკონომიკური ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5% დაფიქსირდა, ხოლო პირველი ექვსი თვის საშუალომ 4,9% შეადგინა.

 

მნიშვნელოვანია, რომ ამ ზრდაში დიდი გავლენა მოახდინა საგარეო ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესებამ. სავაჭრო დეფიციტი შემცირებულია 90,7 მლნ აშშ დოლარით და შეადგინა 380,7 მლნ აშშ დოლარი. 7,6%-ით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილები და შეადგინა 126,2 მლნ აშშ დოლარი. გარდა ამისა, ზრდა დაფიქსირდა სხვა დარგებზე, როგორიცაა: ტრანსპორტი, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ენერგეტიკა და სხვა.

 

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ვალუტის გაუფასურებისა და პოლიტიკური დაძაბულობისა საქართველოს ეკონომიკაში არსებულმა პოზიტიურმა ძვრებმა დააბალანსა არსებული მიმდინარე რისკები და შენარჩუნდა ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა“, - წერს ანგურიძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner