logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: სააკაშვილის სიცრუეს დენდროლოგიურ პარკთან დაკავშირებით ისეთივე მოკლე ფეხი აღმოაჩნდა, როგორიც მის მრავალ იდიოტურ გამოხტომას
- +

31 ივლისი. 2019. 22:28

 

 

იჩქარე, დენდროლოგიური 2020-ში იხსნება“ - ამ სიტყვებით მიმართავს ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სოციალურ ქსელში.

 

გაბრიჭიძის თქმით, სააკაშვილის სიცრუეს დენდროლოგიურ პარკთან დაკავშირებით ისეთივე მოკლე ფეხი აღმოაჩნდა, როგორიც მის მრავალ იდიოტურ გამოხტომას:

 

სააკაშვილს დღითი-დღე კუდი უპატარავდება და ცხვირი ეზრდება. აღარ გასდის ის ბოღმიანი ტყუილები, რომლებითაც აქამდე ხალხს აბოლებდა. ბოლო ? ”შემაშინებელ” სიცრუეს - ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს ჩაკეტავს და არავის არ ექნება მისი დათვალიერების უფლებაო, ზუსტად ისეთივე მოკლე ფეხი აღმოაჩნდა, როგორიც მის მრავალ იდიოტურ გამოხტომას. ჩემო მიРა, მე ხვალ წვერმაღალას პარკში მივდივარ, რომელიც მაისში გაიხსნა და რომელზეც ზუსტად ისევე როშავდი (რა შენი სიტყვები და რა შენი პარტაქტივის), როგორც ახლა დენდროლოგიურ პარკზე როშავ. ნამდვილად არ მივაქცევდი ამ მორიგ სისულელეს ყურადღებას, მაგრამ ეს ტიპი კიევიდან მეუბნება ვერ წახვალ, არ შეგიშვებენო.აი მე კი შემიშვებენ, შენ კი რა გითხრა, როდის მოახერხებ წვერმაღალას და დენდროლოგიურ პარკის დათვალიერებას კაცმა არ იცის. იჩქარე, დენდროლოგიური 2020-ში იხსნება“, - წერს გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner