logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: კარგი იქნება, თუ მამუკა ხაზარაძე გამოვა და სახალხოდ გვეტყვის, რას აპირებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით
- +

1 აგვისტო. 2019. 15:23

 

 

„კარგი იქნება, თუ ბატონი მამუკა ხაზარაძე გამოვა და საჯაროდ, სახალხოდ გვეტყვის რას აპირებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი განხორციელდება ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს კერძო ინვესტიციით თუ სახელმწიფოს დაფინანსებით, - აცხადებს მთავრობა. ამავდროულად, არ მთავრდება კონსორციუმის მხრიდან სახელმწიფოს მიმართ გარკვეული პრეტენზიები. ალბათ, უპრიანი იქნება ამ საკითხის მეტი სიცხადისთვის ზოგიერთი მნიშვნელოვანი დეტალი მიმოვიხილოთ: სახელმწიფოს ვალდებულებას პორტისთვის მიწის გადაცემა და საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის პორტამდე მიყვანა წარმოადგენდა, რაც სახელმწიფომ შეასრულა. რაც შეეხება მიწის საკითხს, კონსორციუმს დიდი ხანია გადაეცა მიწის ნაკვეთები, როგორც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ისე კერძო პირებისგან გამოსყიდული, რაშიც სახელმწიფომ 58 მილიონი ლარზე მეტი დახარჯა. დანარჩენი მიწების გადაცემა სახელმწიფომ პორტის მშენებლობის პირველი ფაზისთვის უნდა უზრუნველყოს, რომლის ვადამაც კონსორციუმის მიზეზით გადაიწია. გადაწევა/გადავადებებს რახან შევეხეთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ კონსორციუმის მიერ ხელშეკრულების ნაკისრი სხვადასხვა ვალდებულებების 6-ჯერ, ხაზს ვუსვამ 6-ჯერ, გადავადება/გადაწევა! სასესხო ხელშეკრულების ძალაში შესვლა ბოლო ცვლილებით გადავადდა 2019 წლის ბოლომდე. კონსორციუმის პოტენციურმა დამფინანსებელმა ბანკებმა მთავრობას ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების 8-პუნქტიანი პაკეტი წარუდგინეს, აქაც მთავრობა პრაქტიკულად ყველა ახალ პირობას დასთანხმდა (სხვათა შორის, მანამდე კონსორციუმის სესხის მისაღებად მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებში თავად ჩართო). საინტერესოა ისიც, რომ კონსორციუმი მუდმივად აცხადებდა, რომ დაფინანსების ვადების გადაწევა პორტის მშენებლობაზე არ აისახებოდა, რომ პორტი პირველ გემს 2020 წელს მიიღებდა და ა.შ. რეალობა კი ისაა, რომ კონსორციუმმა მშენებლობის კვლავ ახალი გრაფიკი წარმოადგინა, სადაც ამჯერად 2020 წლის ნაცვლად 2022 წელი ფიგურირებს. ფაქტია, რომ კონსორციუმმა მთავრობისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის მიუხედავად, ვერ შეძლო საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან 400 მილიონი დოლარის სესხის აღება და ვერც 120 მილიონი დოლარით შეავსო საკუთარი კაპიტალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსორციუმის პრეტენზიები და განცხადებები სპეკულაციასა და დროის გაწელვას ემსახურება. კარგია, რომ ანაკლიის კონსორციუმს ამ ვალდებულებების შესასრულებლად ვადა წლის ბოლომდე მიეცა. ასევე, კარგი იქნება, თუ ბატონი მამუკა ხაზარაძე გამოვა და საჯაროდ, სახალხოდ გვეტყვის, რას აპირებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით; რატომ არ შესრულდა თავის დროზე სახელმწიფოსთან შეთანხმებული ინტერესთა გამოხატვის პირობები? და ბოლოს, ანაკლიის პორტი, მჯერა, მაინც აშენდება კერძო ინვესტიციითა თუ სახელმწიფოს დაფინანსებით“, - წერს ნიკოლეიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner