logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: ბოლო ხანებში ანაკლიის პორტის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი კონსორციუმის მხრიდან საკუთარი უუნარობის გამართლების მცდელობაა
- +

1 აგვისტო. 2019. 16:47

 

„ბოლო ხანებში ანაკლიის პორტის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი კონსორციუმის მხრიდან საკუთარი უუნარობის გამართლების მცდელობაა“, - ამის შესახებ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს და ანაკლიის პორტზე საუბრობს.

 

„ბოლო ხანებში ანაკლიის პორტის გარშემო ატეხილი უზარმაზარი აჟიოტაჟი, თითქოს ხელისუფლებას არ სურს ანაკლიის პორტის აშენება, ვფიქრობ, კონსორციუმის მხრიდან საკუთარი უუნარობის (თანხების ვერმოძიების გამო) გამართლების მცდელობაა. რატომ? იმიტომ რომ ანაკლიის პორტის აშენება თავად სახელმწიფოს მიერ იყო დაანონსებული და ამ დღეებშიც მუდმივად გაისმის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ, რაც არ უნდა იყოს, ის მაინც აშენდება. ამდენად, ანაკლია საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებშია, ამიტომაც კერძო პირებისგან მის სხვა სიბრტყეზე გადაყვანა (პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ჭრილში) მათ მიერ საქმის თავის ვერმობმის გამო მე მაინც მგონია საკუთარი თავის გამართლების მცდელობა. აქ ხომ ყველაფერი სახელმწიფოს უნდა დაჰბრალდეს. ცხონებული ნოდარ დუმბაძის არ იყოს: „სახელმწიფო ჩვენთან ხომ მეწველი ძროხა ჰგონიათ...“, - წერს გვენეტაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner