logo_geo
eng_logo
სოსო გოგაშვილი: მეამაყება, რომ მეც ვარ ამ ოჯახის წევრი, ოჯახის, რომელიც ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანია სამშობლოსთვის!
- +

1 აგვისტო. 2019. 21:01

 

ვიცე-პოლკოვნიკი სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაარსებიდან 4 წლისთავს ულოცავს.

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვულოცავ დაარსებიდან 4 წლისთავს, პირველ რიგში ვულოცავ გენერალ-ლეიტენანტ ვახტანგ გომელაურს, რომლის თაოსნობით შეიქმნა „სუს“-ი, ასევე იმ ღირსეულ ვაჟკაცებს და ქალბატონებს, რომლებიც ამ ორგანიზაციის წევრები არიან, ჯარისკაცებს, რომლებიც „სუს“-ში გადიან სამსახურს, ვულოცავ გმირ ვანო გოლაშვილს, მის ოჯახს და ყველა გმირს ვინც შეეწირა საქართველოს უსაფრთხოების დაცვას, მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. ვულოცავ თქვენს მეუღლეებს, რომლებიც ყოველდღე გაცილებენ სახლიდან და გელოდებიან ოჯახში, ამაყები უნდა იყვნენ თქვენით, იმიტომ, რომ ქვეყნის სადარაჯოზე დგახართ და ყველაფრისგან დაზღვეულები არ ხართ.

 

მეამაყება, რომ მეც ვარ ამ ოჯახის წევრი, ოჯახის, რომელიც ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანია სამშობლოსთვის! მიუხედავად გარეშე და შიდა მტრის მცდელობისა, დააკნინოს და დაასუსტოს „სუს“-ი, საბედნიეროდ ის მაინც არის ქვეყნის უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტი. მოვა მალე დრო და საქართველოში სათანადო ადგილი მიეჩინება ბინძურ ტერორისტებს და დამნაშავეებს, ხოლო თავგანწირულ გმირებს სათანადო დაფასება ექნებათ! გისურვებთ წარმატებებს ხილულ და უხილავ მტრებთან ბრძოლაში, გისურვებთ გამარჯვებას! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ - წერს სოსო გოგაშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner