logo_geo
eng_logo
თამო კეშელავა: სარალიძე გაქურდეს დღეს ჩემს თვალწინ და ყველას თვალწინ!
- +

1 აგვისტო. 2019. 21:18

 

„სარალიძე გაქურდეს დღეს ჩემს თვალწინ და ყველას თვალწინ! ვუყურებდი დღეს ინტერნეტს და სხვა შეგრძნება არ დამრჩა! იმიტომ კი არა, რომ კუპრავაზე თქმული ისტორია ამოჭრეს მისი ინტერვიუდან და ატრიალეს, იმიტომ, რომ დანარჩენი ნაწილი გადააგდეს!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნაწილი, როცა ჰყვება, როგორი იყო დათუნა სარალიძე!

ნაწილი, სადაც გამოძიების უცნობ დეტალებზე და მესამე მკვლელზე საუბრობს!

ნაწილი, სადაც ხელისუფლების დანაშაულზე საუბრობს!

ამ ნაწილების გადაგდებით გაქურდეს სარალიძე!

 

ხვალ გამოხვალთ და იტყვით, რომ პოლიტიკა არ არის მთავარი, არც პოლიტიკოსებია მთავარი - არადა, ფაქტია!

 

მოკლულ ბიჭზე მთავარია კუპრავა, ნაცი, პოლიტიკა!

 

კუპრავა?

ვინ იყო კუპრავა, ხალხს რომ ეხუვლა?

კუპრავა?

ვინ არის კუპრავა, როცა ზაზა მაგ ნაწილში ამბობს, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მიატოვა!

კუპრავა?

რით ხართ კუპრავაზე ნაკლებნი?

დღეს, თქვენ რით ხართ კუპრავაზე ნაკლებნი?

კუპრავა?

არა, ამ ნაწილის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი იცით სად არის? რომელ წინადადებაში? – „საფულე გავხსენით და ლოვეს ნაკლეიკები ედო!“

მორჩა...

 

და ზაზა სარალიძეს რომ თქვენთვის, რომელიმესთვის მოეცა ინტერვიუ, ასე, 6 საათიანი ინტერვიუ რომ მოეცა, მცირე მათგანი, მხოლოდ ამ პატარა ნაწილს დაბეჭდავდით და გაყიდდით და დანარჩენნი - მაგასაც ვერ დაბეჭდავდით, გამოდის!

 

არ არის თქვენთვის ეს ინტერვიუ (მიხვდება, ვისაც ვგულისხმობ), მომავალი თაობისთვისაა, ჩემი შვილისთვისაა, თქვენი შვილებისთვისაა, იმ თაობისთვისაა, რომლისთვისაც პოლიტიკა - ლირიკა იქნება და ადამიანობა - მთავარი!

იმ თაობისთვის, რომელსაც სრული სიმართლის გაგება მოუნდება!

 

და მადლობა "ალიას", რომელმაც საშუალება მოგვცა, სრულად დაგვებეჭდა ინტერვიუ, რომელიც არ დასრულებულა.

რომელსაც, არ უთქვამს, რომ მხოლოდ "სკანდალური" ნაწილები ამომეკრიბა!

რომელსაც, არ მოუთხოვია, კუპრავას ისტორია მეოთხე ნაწილში კი არა, პირველივე ნაწილში დაებეჭდა!

„ალიაც“ გაქურდეს დღეს!

ბევრმა საიტმა, ისიც არ ინება, წყარო მიეთითებინა, მაგრამ „ალიას“ ხშირად ქურდავენ...

სარალიძე გაქურდეს დღეს ჩემს თვალწინ, გაქურდეს კუპრავას ისტორიის წაღებით კი არა, ისტორიის დანარჩენი ნაწილების გადაგდებით!

 

ეს ფოტო ზაზას სახლიდან წამოვიღე!

ინტერნეტშიც არის ეს ფოტო!

ბევრჯერ მისაუბრია შვილთან დათუნა სარალიძეზე, მაგრამ, იქნებ, გავიდეს წლები, აღარ ვიყო, არ შეხვდეს ინტერნეტში დათუნას ფოტო და ისტორია!

მაგრამ, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ჩემი მაგიდის დალაგებისას, ერთხელ, როცა აღარ ვიქნები, იპოვნის ბიჭის ორ ფოტოს, გადააბრუნებს, ნახავს ჩემს მიწერილს და მოძებნის მის ისტორიას და წაიკითხავს!

თავიდან ბოლომდე წაიკითხავს და არ გაქურდავს სარალიძეს! არ მოპარავს და გადაუგდებს, მოკლულ შვილზე ნათქვამ სიტყვას!“ - წერს კეშელავა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner