logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: სავსებით სწორია პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ლარის კურსი დასტაბილურებისაკენ მიდის
- +

2 აგვისტო. 2019. 18:30

 

 

„სავსებით სწორია საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადება, რომ ლარის კურსი გაუფასურების შემდეგ დასტაბილურებისაკენ მიდის, რაც მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ნებისმიერი ანალიზი მკაფიოდ აჩვენებდა, ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული“, - ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებას ეხმიანება.

 

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურება არა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით იყო გამოწვეული, რასაც ოპოზიცია და ექსპერტთა ნაწილი აცხადებდა, არამედ, 20-21 ივნისიდან განვითარებული რევოლუციური სცენარის პირდაპირი ზეგავლენის შედეგად, რაც გაზრდილ საგარეო შოკებში, პირველ რიგში ტურისტულ ნაკადებზე ნეგატიური ზეგავლენის თვალსაზრისით, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ნეგატიურ მოლოდინებში აისახა .

 

„ლარი ეძებს, ახალი წონასწორობის შედარებით დაბალ ნიშნულს, რაც თუნდაც ბოლო დღეებში იყო. ივნისის თვის 5 %-იანი ზრდა და ამ ზრდის ხელშემწყობი ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, იქნება ეს წმინდა ექსპორტის ზრდის დინამიკა, თუ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, აჩვენებდა რომ ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურება არა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით იყო გამოწვეული, რასაც ოპოზიცია და ექსპერტთა ნაწილი აცხადებდა, არამედ, 20-21 ივნისიდან განვითარებული რევოლუციური სცენარის პირდაპირი ზეგავლენის შედეგად, რაც გაზრდილ საგარეო შოკებში, პირველ რიგში ტურისტულ ნაკადებზე ნეგატიური ზეგავლენის თვალსაზრისით, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ნეგატიურ მოლოდინებში აისახა . დიდწილად სწორედ ბაზარზე წარმოქმნილი ამ აჟიოტაჟურ ხასიათის შედეგი იყო ლარის კურსის აშკარად ზედმეტი გადახრა რეალური მაჩვენებლიდან; ბოლო წლების ანალიზიც ადასტურებს, რომ ამ ტიპის აჟიოტაჟური განწყობების დროს, გადახრა რეალური მაჩვენებლიდან 10-15 თეთრის ფარგლებშიც კი მერყეობს ხოლმე. შესაბამისად, სავსებით გამართლებული იყო სავალუტო ინტერვენცია, რომელიც ეროვნულმა ბანკმა განახორციელა ბაზარზე და ეს სავალუტო ინტერვენციამაც დაადასტურა, როცა საპროგნოზო 40 მილიონი აშშ დოლარის შეთავაზების ნაცვლად შესყიდვა, გაცილებით ნაკლებ თანხაზე 32 მილიონზე დაფიქსირდა“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბოლო 2 დღის მანძილზე ლარის გამყარების ტენდენცია, და ბოლო სავალუტო აუქციონის შედეგები არის იმის მანიშნებელი, რომ ლარი ეძებს ახალ წონასწორობის შედარებით დაბალ ნიშნულს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner