logo_geo
eng_logo
თეა პერტაია: არის პოლიტიკის მიღმა რაღაც, ბევრად ნამდვილი... ამიტომ დავწერ...
- +

2 აგვისტო. 2019. 20:26

 

 

„არის პოლიტიკის მიღმა რაღაც, ბევრად ნამდვილი... ამიტომ დავწერ...“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეა პერტაია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„როცა შსს-ში ვმუშაობდი, დავამკვიდრეთ ტრადიცია, რომელიც მიყვარდა: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების შვილები პირველად სკოლაში მინისტრს, მის მოადგილეებსა და უწყების სხვა თანამშრომლებს მიჰყავდათ...

 

2015 წლის სექტემბერი. გმირი პოლიციელის შვილს, დეა სახელაშვილს, პირველი კლასისკენ მეგზურობა მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გაუწია... გავიდა წლები...

 

2019 წელი, აგვისტო... ბაკურიანში ვისვენებ და შემთხვევით, საოცარ ფაქტს ვაწყდები - ვხედავ, არჩილმა და მისმა მეუღლემ დასასვენებლად შვილები და ერთი ცისფერთვალა გოგონა ჩამოიყვანეს. აღმოვაჩინე, რომ ეს სწორედ ის დეა იყო... გამახსენდა, 4 წლის წინ, სკოლაში წასასვლელად ერთად რომ ემზადებოდნენ და ნერვიულობდნენ... დღესაც ძალიან მშობლიური დავინახე ამ ერთობაში...

 

გული გამითბა, ამიჩუყდა და გაგიზიარეთ...

ალბათ, სიკეთე უნდა აღნიშნო, რომ განმეორდეს...“ - წერს პერტაია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner