logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: სააკაშვილის ბოლო „შემაშინებელ“ სიცრუეს ისეთივე მოკლე ფეხი აღმოაჩნდა, როგორიც მის მრავალ იდიოტურ გამოხტომას
- +

3 აგვისტო. 2019. 00:46

 

 

„სააკაშვილს დღითიდღე კუდი უპატარავდება და ცხვირი ეზრდება“, - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„აღარ გასდის ის ბოღმიანი ტყუილები, რომლებითაც აქამდე ხალხს აბოლებდა.

 

ბოლო „შემაშინებელ“ სიცრუეს - ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს ჩაკეტავს და არავის არ ექნება მისი დათვალიერების უფლებაო, ზუსტად ისეთივე მოკლე ფეხი აღმოაჩნდა, როგორიც მის მრავალ იდიოტურ გამოხტომას.

 

ჩემო მიHა, მე ხვალ წვერმაღალას პარკში მივდივარ, რომელიც მაისში გაიხსნა და რომელზეც ზუსტად ისევე როშავდი (რა შენი სიტყვები და რა შენი პარტაქტივის), როგორც ახლა დენდროლოგიურ პარკზე როშავ.

 

ნამდვილად არ მივაქცევდი ამ მორიგ სისულელეს ყურადღებას, მაგრამ ეს ტიპი კიევიდან მეუბნება ვერ წახვალ, არ შეგიშვებენო.

 

აი, მე კი შემიშვებენ, შენ კი რა გითხრა, როდის მოახერხებ წვერმაღალას და დენდროლოგიურ პარკის დათვალიერებას, კაცმა არ იცის.

 

იჩქარე, დენდროლოგიური 2020-ში იხსნება“, - წერს გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner