logo_geo
eng_logo
მანანა თოქმაჯიშვილი: აი, ასეთი უმაგრესი პარკი გავხსენით გლდანში...
- +

3 აგვისტო. 2019. 14:20

 

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

 

„აი, ასეთი უმაგრესი პარკი გავხსენით გლდანში...

 

ახლად რეაბილიტირებული პარკი გლდანის მე-6 მიკრორაიონის N7 და N20 კორპუსებს შორის მდებარეობს.

 

რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა ამფითეატრი, ფანჩატურები და შადრევანი; განახლდა საპარკე ავეჯი; მოეწყო კალათბურთის მოედნის საფარი და ტრიბუნა; რეაბილიტირდა და მოიხატა ექსტრემალური სპორტის მოედნის - სკეიტ პარკისა და ე.წ ლოკოკინას კედლები; შეიღება და გასწორდა აუზის ცხაურები; რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ატრაქციონებს; განახლდა ძაღლების სასეირნო სივრცე; აღდგა დაზიანებული ასფალტის საფარი და გადასასვლელი ხიდი, გასწორდა და დაემატა ახალი ჭები; მოეწყო ველობილიკი; დაიდგა ახალი ნაგვის ურნები; „თბილსერვის ჯგუფის“ დახმარებით დაემატა ახალი გარეგანათების ბოძები; დამონტაჟდა ენერგოეფექტური სანათები, მოეწყო მხატვრული მინათება და გაძლიერდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.

 

სკვერში ახალდარგულ 356 ხეს და 60 ძირ ბუჩქს, დაემატა სხვა მწვანე ნარგავებიც, მათ შორის თუთა, წყავის ბუჩქები და წითელი ნეკერჩხლები. 6570 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჰიდროთესვის მეთოდით დაითესა ბალახი, დაიგო 500კვ.მ რულონური ბალახი და ჩატარდა მულჩირების სამუშაოები. სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ბორდიურები, რომლებიც კირქვით მოპირკეთდა“, - წერს თოქმაჯიშვილი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner