logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ასეთ „ექსკლუზივებს“ რომ ავრცელებთ, იმიტომაა თქვენი საქმე კარგად...
- +

3 აგვისტო. 2019. 22:21

 

„ასეთ „ექსკლუზივებს“ რომ ავრცელებთ, იმიტომაა თქვენი საქმე კარგად“, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი და შემდეგი სახის პოსტსა და ფოტოებს აქვეყნებს:

 

„ლარნაკაში რატომ უნდა შევხვდეთ რუს დეპუტატებს, როცა მოსკოვში საჯაროდ ვხვდებით მათ?! დასამალი რა გვაქვს?! მეორე- ლარნაკაში რატომ ვხვდებით, მინისკში ან ერევანში ვერ შევხვდებით, ფარული შეხვედრა რომ გვინდოდეს ვინმესთან?!

 

უკიდეგანო ტყუილს და სისულელეს საზღვარი რომ არა აქვს, ამისი მაგალითი ეს ფეიკექსკლუზივია.

 

კიკოსის მონასტერში მივდივართ, მაგრამ გ.კაპანაძემ, დარწმუნებული ვარ, არც იცის ამ მონასტრის არსებობის შესახებ“, - წერს ინაშვილი.

 

 

 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner