logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ამ აქციების საფუძვლიანად გაშუქება, შეიძლება ბოკერიას დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს
- +

6 აგვისტო. 2019. 02:44

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვინმე გიგა მაქარაშვილის და მისი ამფსონების მიერ შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნა, ამ „მოთხოვნის“ მიმართ „ნაცების“ (ორივე) და ე. წ. „სამოქალაქო სექტორის“ მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა (არავინ მითხრათ, რომ პარლამენტის წინ გაქირავება შეზლონგებით და გაყიდული სიმინდით „ინახავენ“ აქციასო), არის ჩვეულებრივი ფინანსური და გარკვეულწილად პოლიტიკური თაღლითობა, რასაც ზემოთ ნახსენები პარტიები და სექტორელები საერთაშორისო მასშტაბით ახორციელებენ.

 

სამწუხაროდ, მე არ ვიცი, თუ როგორ შეიძლება ამ ტიპების დაფინანსებაზე ინსაიდერული ინფორმაციის მიღება, მაგრამ თავისუფლად შეიძლება რეალური მასალების მიწოდება დასავლურ მედიაში. დარწმუნებული ვარ, რომ უცხოელი ჟურნალისტის მიერ აქციის საფუძვლიანად გაშუქება, საკმაოდ ჯანსაღ სკანდალს გამოიწვევს დასავლურ მედიაში, რაც ამ მიმართებით შეიძლება ბოკერიას მონოპოლიის დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს. სასტიკად არ მესმის ამ მიმართულებით ხელისუფლების ინერტული დამოკიდებულება და მისი როგორც „ახალგაზრდების ჯანსაღი პროტესტის“ ცოფანში შეფუთვა“, -  წერს გაბრიჭიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner