logo_geo
eng_logo
მერაბ მეტრეველი: ყველას ეშინია სიმართლის თქმა, რადგან „ნაცები“ ყველას ეგრევე მოღალატის იარლიყს აკრავენ, არადა...
- +

7 აგვისტო. 2019. 15:18

 

„ყველას ეშინია სიმართლის თქმა, რადგან ნაცები ყველას ეგრევე მოღალატის იარლიყს აკრავენ, არადა თუ ვინმემ ღალატი ჩაიდინა, ასეთები თავიანთ რიგებში უნდა ეძებონ“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი 2008 წლის აგვისტოს ომს.

 

„წინა პოსტი წავშალე, რადგან სკაბრეზის გამო ბევრმა მისაყვედურა, მაგრამ რა არის წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობა აგვისტოს ომში, ამაზე ვრცელ ბლოგს ჩავწერ ამ დღეებში. ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, იმას, რომ რუსეთი რამეში მართალია, რადგან წინა ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა არა რუსების ან სეპარატისტების წინაშე, არამედ ქართველი ხალხის წინაშე, როცა მშვიდობიანი ქართული მოსახლეობა მტერს შეატოვა და აქ ომის დაწყება არაფერ შუაშია. უნდა დამთავრდეს სააკაშვილისთვის ხელის დაფარება. სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა და მთელი ქვეყანა საკუთარი პოზიციის მძევლად აქცია. ყველას ეშინია სიმართლის თქმა და მოვლენებისთვის სახელის დარქმევა, რადგან ნაცები ყველას ეგრევე მოღალატის იარლიყს აკრავენ. არადა თუ ვინმემ ღალატი ჩაიდინა, ასეთები თავიანთ რიგებში უნდა ეძებონ“, - წერს მეტრეველი „facebook“-ის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner