logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სააკაშვილის ხელისუფლების მოქმედებების შეფასება და კრიტიკა უდრის „ქვეყნის ღალატს“
- +

7 აგვისტო. 2019. 17:05

 

„რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული ფურცელი...“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია აბაშიძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აგვისტოს ომის თემა ჩარჩოში მოაქცია, რომლითაც სააკაშვილის ხელისუფლების მაშინდელი მოქმედებების შეფასება ან ნებისმიერი კრიტიკა უდრის „ქვეყნის ღალატს“.

 

სააკაშვილმა და აწ უკვე საჯაროდ „ამოსუნთქულმა“ მისმა თანაგუნდელებმა წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადეს! სინამდვილეში საკმაოდ ძვირი გადაიხადა საქართველომ, „ამოსუნთქვაში“ „ნაცმოძისთვის“ რუსული საფრთხე იყო და დღემდე რჩება ძალაუფლების მოპოვება-შენარჩუნების საშუალებად. რეალურად კი, არავინ ისე ეფექტურად არ შეუწყო ხელი რუსულ ოკუპაციას, როგორც სააკაშვილის პროვოკაციულმა პოლიტიკამ.

 

სააკაშვილის გუნდი პრაქტიკულად, შემოუძღვა 2008 წელს საქართველოში რუსულ არმიას და შემდეგ ომის დასრულებიდან რამდენიმე თვეში, ხელი მოაწერა საერთაშორისო რეზოლუციას, რომლის შესახებაც საზოგადებისთვის მაშინ ნაკლებად იყო ცნობილი. მხედველობაში მაქვს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), 2008 წლის ოქტომბრის მე-5 პუნქტი: „ქართველი სამხედროების მიერ 2008 წლის 7 აგვისტოს, გაფრთხილების გარეშე, ცხინვალის დაბომბვის დაწყებამ ესკალაცია ახალ დონეზე გადაიყვანა, კერძოდ სიტუაცია ღია და ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა“.

 

სააკაშვილის „ამოსუნთქულებმა“ დროულად არ მიმართეს გაეროს უშიშროების საბჭოს აგრესიის შეჩერების მოთხოვნით, საერთაშორისო საზოგადოებამ კი მიიღო ტალიავინის კომისიის დასკვნა, რომელიც ასევე მძიმედ აღწერს მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობას.

 

მიშას მეთოდი და უტიფრობა რომ უცვლელია, არაა ახალი. ამჟამინდელი ხელისუფლებას აბრალებს იმას, რაც თავად გააკეთა. ოკუპაციის ავტორმა/თანაავტორმა ცინიკურად ანტისაოკუპაციო მოძრაობა შემოგვთავაზა.

 

2006-ში გვახსოვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დარტყმის ქვეშ მოქცევა, როცა ასევე მისი პროვოკაციული პოლიტიკის გამო, ჩვენი თანამოქალაქეები რუსეთიდან გამოყარეს საბარგო თვითმფრინავებით, შეწყდა ვაჭრობა და რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენებმა ნახეს უდიდესი ზარალი, რაც ბუნებრივია, ისევ ჩვენს ქვეყანაზე აისახა, რადგან ამ ფულის დიდი ნაწილი ისევ საქართველოში შემოდიოდა.

 

მანამდე კი, 2004-ში იმპულსურმა პოლიტიკამ დაასამარა ქართულ-ოსური დაახლოების კურსი. სამშვიდობო პროცესი შეეწირა სააკაშვილის ამბიციას. გაბუნიას ტელემიმართვაზე აღარ შევჩერდები...

 

შეკითხვა ვინ დაიწყო ომი არ საჭიროებს სხვადასხვა პასუხს. რასაკვირველია, რუსეთმა და ბუნებრივია ბევრად უფრო ადრე! ჩვენ ომს ვერ დავიწყებდით ჩვენივე ქვეყნის ტერიტორიაზე. ჩვენ საბრძოლო მოქმედებებით მოვახდინეთ ომის პროვოცირება. საბრძოლო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილმა, რაც იყო პროვოკაცია!

 

საზოგადოებაში აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ომზე და ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, რადგან ეს მტრული და დესტრუქციული ძალა რევანშისთვის იბრძვის და ცდილობს ამ თემაზე ტაბუების დადებით დამალოს სიმართლე...

 

დეოკუპაცია პრინციპულ პოლიტიკაზე გადის. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე პრინციპულია რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ ის არაა პრინციპული „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეფასებაში. არადა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ვთქვათ, რომ რევანშისტული ძალის პოლიტიკურად განეიტრალების გარეშე რეალური დეოკუპაცია შეუძლებელია. არსებული დღის წესრიგით შორს ვერ წავალთ - ჩვენ უნდა მოვითხოვოთ პასუხი გარეთ რუსეთისგან და შიგნით მოვთხოვთ პასუხი ყოფილ უმაღლეს მთავარსარდალ მიშას.

 

მშვიდობიანი მოლაპარაკებები დასავლელი პარტნიორების ჩართულობით უალტერნატივოა! საქართველო მშვიდობიანი პოლიტიკით გაერთიანდება!

#არაოკუპაციას!“ - წერს აბაშიძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner