logo_geo
eng_logo
ზვიად ავალიანი: ჩვენ თავში ჩაგვიჭედეს, რომ წინა ხელისუფლებაზე პრეტენზიების გაჟღერებით მოწინააღმდეგის წისქვილზე ვასხამთ წყალს
- +

9 აგვისტო. 2019. 11:22

 

„ჩვენ თავში ჩაგვიჭედეს და ჩვენც დავიჯერეთ, რომ თუ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების მიმართ კითხვებს და პრეტენზიებს გავაჟღერებთ, ამით მოწინააღმდეგის წისქვილზე დავასხამთ წყალს“, - ამბობს საკუთარ ვიდეო ბლოგში POSTV-ის ანალიტიკოსი ზვიად ავალიანი.

 

 

 

„აკეთებდა თუ არა ნაციონალური მოძრაობა  ყველაფერს იმისთვის რომ თავიდან აეცილებინა ომი და არ დაეშვა სამხედრო კონფლიქტი? - ეს არის ის მთავარი პოლიტიკური კითხვა, რომელსაც სვამს.

 

თუ გადავხედავთ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას 2004 წლიდან 2008 წლამდე დავრწმუნდებით, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ წლებში არა მარტო არაფერი გაუკეთებია ომის თავიდან ასაცილებლად, არამედ პირიქით, ამ წლებში დასუსტდა ან ფაქტობრივად გაჩერდა ყველა ის სამშვიდობო ინიციატივა, რომელთა დახმარებითაც მანამდე ასე თუ ისე ხერხდებოდა მშვიდობის შენარჩუნება და კონფლიქტის კონტროლი, ხოლო თავად ხელისუფლების რიტორიკა ამ წლებში სრულიად არადიპლომატიური, კ ონფრონტაციული და უპასუხისმგებლო იყო, რაც ყოველთვის საფრთხის შემცველია განსაკუთრებით ისეთი პატარა და სუსტი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა“,- ამბობს ზვიად ავალიანი.

მისი თქმით, უცნაურია, მაგრამ  ფაქტია, რომ  2008 წლიდან დღემდე ჩვენ აგვისტოს კონფლიქტს ვუყურებთ  არა საღი აზრის, ან ნაციონალური ინტერესების, არამედ ნაციონალური მოძრაობის გადასახედიდან და შესაბამისად, ვხედავთ მხოლოდ იმას, რაც ნაციონალურ მოძრაობას უნდა რომ დავინახოთ და ვლაპარაკობთ მხოლოდ იმაზე, რაზეც ნაციონალური მოძრაობა გვაძლევს ლაპარაკის უფლებას.

 

„მაგალითად, ჩვენ ვხედავთ ომის სცენებს, რუსულ ჯარს, ოკუპაციას, მოსკოვის მიერ კონფლიქტური რეგიონების აღიარებას  - მაგრამ ვერ ვხედავთ, უფრო სწორად კი საკუთარ თავს ვუკრძალავთ დავინახოთ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების შეცდომები და პასუხისმგებლობა მომხდარ კატასტროფაში

 

უცნაურია მაგრამ ჩვენ თავში ჩაგვიჭედეს და ჩვენც დავიჯერეთ, რომ თუ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების მიმართ კითხვებს და პრეტენზიებს გავაჟღერებთ, ამით მოწინააღმდეგის წისქვილზე დავასხამთ წყალს, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება რომ სინამდვილეში შეცდომების დაცვა არის ყველაზე სახიფათო შეცდომა როგორც ადამიანისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის რადგან ვინც შეცდომას იცავს, ის აუცილებლად და არაერთხელ გაიმეორებს იგივე შეცდომას მომავალში“,- ამბობს ზვიად ავალიანი.

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner