logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ასეთი რამ მხოლოდ ბინძურ „რჩეულებს“, ძმებ ბერძენიშვილებს შეუძლიათ!
- +

11 აგვისტო. 2019. 19:33

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბიძინა ბერას დააპატიმრებს, კაპიკის გამო დედას და შვილს გაყიდის“ - განაცხადა ივანიშვილის მიერ გადეპუტატებულმა და მილიონ ნაჩუქარმა ლევან ბერძენიშვილმა!

 

ამას ალბათ საკუთარი ისტორია გაახსენდა და კომუნისტების დროინდელი კომპლექსები ტანჯავს, როდესაც ის, ღვიძლმა ძმა დათომ დააჭერინა, ხოლო ლევანმა საცოლე „ჩაუშვა“ და საბჭოთა კგბ-ს მარწუხებში ჩააგდო.

 

ყოველივე აბსოლუტურად გასაგები ფსიქოლოგიური კომლექსია, როდესაც თავად დააპატიმრებინე, დააბეზღე ოჯახის წევრები, გგონია, რომ მარტო შენ არ ხარ ასეთი უკიდეგანო ნაძირალა და სხვებსაც შენნაირ ბინძურად თვლი!

 

არა ლევან, არა - საბედნიეროდ საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია ისეთი თქვენნაირი ავაზაკები, რომლებიც ძმას, მამას, დედას, შვილს გაწირავენ ციხისთვის, ასეთი რამ მხოლოდ ბინძურ „რჩეულებს“, ძმებ ბერძენიშვილებს შეუძლიათ!

 

P.S. თუ სურვილი გექნებათ, შემიძლია ინაურისადმი მიწერილი ბოდიშების წერილი და თქვენი ერთმანეთის დაბეზღების ოქმებიც გამოვაქვეყნო!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner