logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: სიმართლე რომელიც ამ ფილმშია წარმოდგენილი, მართლაც ძნელი აღსაქმელია მათთვის
- +

14 აგვისტო. 2019. 19:52

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „იმედის“ ეთერით გასული ფილმს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ამ ფილმა, როგორც ჩანს, ძალიან ცუდ ხასიათზე დააყენა წინა ხელისუფლების წარმომადგენლები: ავტორს ეძებენ ბულინგის ოსტატები! არადა, სიმართლე რომელიც ამ ფილმშია წარმოდგენილი, მართლაც ძნელი აღსაქმელია მათთვის. გინახავთ სადმე დამნაშავე, რომელსაც დანაშაულზე მითითება უხაროდეს? ცხადია არა... ძნელია, როცა წლების განმავლობაში დანაშაულს ფარავ და ერთ მშვენიერ დღეს სააშკარაოზე გამოჰყავხარ... ასეა, ქალბატონებო და ბატონებო, სიმართლეს და ფაქტებს ვერ გაექცევით!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გავიდა ფილმი სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!”. სიუჟეტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში „ნაციონალური მოძრაობისა“ და იმდროინდელი პრეზიდენტის ბრალეულობაზეა აგებული.

 

ოპოზიცია ფილმის ავტორის დასახელებას ითხოვს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner