logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: ჩემი სოლიდარობა 2008 წლის ომზე ფილმის გადამღებ ჯგუფს და ბატონ ლალიაშვილს
- +

15 აგვისტო. 2019. 20:31

 

 

„ჩემი სოლიდარობა 2008 წლის ომზე ფილმის გადამღებ ჯგუფს და ბატონ ლალიაშვილს“, - წერს სოციალურ ქსელში მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სწორედ რომ სიმართლე აჩვენეს ამ ფილმში, რამაც, რა თქმა უნდა, აღაშფოთა ნაციონალების კრიმინალური სექტა. ჩვენ, ჯერ სკლეროზი არ დაგვმართნია და ყველაფერი კარგად გვახსოვს, როგორ დაიწყო და რა მოხდა მაშინ. ისიც მინდა ავღნიშნო რომ, მაშინდელმა ოპოზიციამ, მაშინ შეცდომა დაუშვა, როდესაც მორატორიუმი გამოუცხადა სააკაშვილს და მის დამნაშევე მთავრობას. მაშინაც ასე ვფიქრობდი და ეხლა მითუმეტეს. სწორედ რომ სააკაშვილმა შეგნებულად შეასრულა რუსებთან შეთანხმებული პროვოკაცია და დაღუპა ქვეყანა. უამრავი ახალგაზრდა ჩააწვინა მიწაში უაზროდ, უამრავი ადამიანი დევნილად აქცია, დაკარგა ქვეყნის საკმაოდ დიდი ტერიტორიები და დღესაც რუსების დავალებებს ასრულებს თავადაც და პარლამენტში მყოფი მისი პარტიის წევრებიც. თუმცა, ყველაფერი იმის ბრალია, რომ მათ ყველაფერი შეარჩინეს და პასუხი არ აგებინეს უამრავ დანაშაულებზე, რაც მათ ჩაიდინეს ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, - წერს მეტრეველი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner