logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: გამოხტა ეს ქვეყნის მტერი სააკაშვილი და კობი-გუდაურის პროექტს უწოდა პუტინის დაკვეთა!
- +

16 აგვისტო. 2019. 15:49

 

 

ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება კობი-გუდაურის მონაკვეთზე ახალი გზის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით.

 

„ხშირად მიწოდებია ოპოზიციისთვის და მათი ბელადისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ამება, ინფუზორია, პოლიტიკური გვამი და ა.შ.

 

აი, ახლა ერთ ძალიან კარგ მაგალითს მოგიყვებით და მიხვდებით, რატომ არ ვიშურებ მათთვის ზემოთ მოყვანილ ეპითეტებს.

 

როგორც იცით, კობი-გუდაურის მონაკვეთზე იწყება ახალი გზის მშენებლობა, რომელიც პრაქტიკულად დამატებით ჟანგბადს მიაწვდის გუდაურს და ყაზბეგს. მნიშვნელოვნად გააძლიერებს სამთო კურორტების ტურისტულ პოტენციალს და, მოკლედ, ძალიან მაგარი პროექტი კეთდება.

 

გამოხტა ეს ქვეყნის მტერი სააკაშვილი და კობი-გუდაურის პროექტს უწოდა პუტინის დაკვეთა. ამ ნახევარუჯრედიანმა, ალბათ, ვერ გაიხსენა, რომ ამ პროექტის განხორციელებას თავად აპირებდა, უბრალოდ, ერთი ადგილი არ ეყო და სწორედ უნიათობის(!) გამო თვითონ ვერ გააკეთა.

 

ახლა წარმოგიდგენთ სააკაშვილის ორ განცხადებას და შეფასებები თქვენთვის მომინდია:

 

15.08.2019 წელი

 

მიხეილ სააკაშვილი: „ეს არის ახალი როკის გვირაბი. 2008 წელს მე გავეცი გორიდან უკან დახევის ბრძანება მას შემდეგ, რაც მივიღე ცნობა ლარსზე რუსული ჯავშანტექნიკის კონცენტრაციის. ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის. ეს 100% პუტინის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს და ტურიზმის განვითარება აქ არაფერ შუაშია“.

 

10.04.2012 წელი

 

მიხეილ სააკაშვილი: „ახალი გვირაბის მშენებლობას, ალბათ, სამი წელიწადი დასჭირდება, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ ყაზბეგი თბილისის პატარა გარეუბანი გახდება. ეს იქნება საოცრება – თბილისზე მიბმული საოცრება“, - წერს სოციალურ ქსელში ანდრია გვიდიანი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner