logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: არ მივცემთ სააკაშვილ-ბოკერიებს საშუალებას, რომ აყაჩაღებდნენ და ატერორებდნენ ქართველ ხალხსა და საქართველოს!
- +

17 აგვისტო. 2019. 13:40

 

 

„მიტინგები არათუ არ შეწყდება, სექტემბრიდან ჩვენ გავზრდით საპროტესტო აქციების ინტენსივობას და, ცხადია, არ მივცემთ სააკაშვილ-ბოკერიებს იმის საშუალებას, რომ თავისი ერთი მუჭა მხარდამჭერებითა და ლგბტ-ტერორისტებით აყაჩაღებდნენ და ატერორებდნენ ქართველ ხალხსა და საქართველოს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მივმართავ პოლიტიკურ პროცესს მოწყვეტილ ადამიანებს, - გახდით ჩვენი მხარდამჭერები!

 

მივმართავ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, - დაგვიდექით გვერდში!

 

მივმართავ ხელისუფლებაში მყოფ ჯანსაღ ადამიანებს, - ვიმოქმედოთ ერთად და ერთად გადავარჩინოთ ქვეყანა!

 

და ბოლოს, მივმართავ აშშ-ისა და ევროპის საქართველოში მოქმედ ინსტიტუტებს,- დაუდექით გვერდში ქართველ ხალს და უარი თქვით სააკაშვილ-ბოკერიების მფარველობაზე!“ - წერს ინაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner