logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: ე.წ. „წამლები ერთ ლარად“ მშვენიერი პროგრამაა, თუმცა...
- +

17 აგვისტო. 2019. 16:33

 

 

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ე.წ. „წამლები ერთ ლარად“ მშვენიერი პროგრამაა პენსიონერთა და სოციალურად დაუცველთათვის, რომლის პრეზენტაციაც პირადად პრემიერ-მინისტრმა ითავა!

 

თუმცა, ეტყობა, მის მენეჯმენტშია პრობლემები:

 

- დღეს, დაახლოებით 20:00-ზე დიღმის მასივის მე-5 კვარტალში მდებარე „ფარმადეპოს“ აფთიაქიდან ჩემს თვალწინ უკან გააბრუნეს ორი პენსიონერი და ერთი სოცდაუცველი მხოლოდ იმიტომ, რომ იმ წამლების მარაგი (ერთ შემთხვევაში „ლორისტა ეიჩ-დი“), რომლებიც ამ პროგრამისთვის იყო განსაზღვრული, ამოიწურა და ვერც იმ კითხვაზე გასცეს პასუხი, თუ როდის იქნებოდა შესაძლებელი მათი მიღება!

 

ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ეს ადამიანები, რომლებიც გაჭირვებით გადაადგილდებოდნენ დამოუკიდებლად და სულ სხვა უბანში ცხოვრობდნენ, თვითონ დაიბარეს გუშინ ამ აფთიაქში მოსასვლელად, რომ წამლები მიეღოთ, მაშინ როცა მათსავე საცხოვრებელ კვარტალში იმავე ქსელის სხვა აფთიაქიც ფუნქციონირებს!

 

მაგრამ, ამაზე უფრო ცუდი ისაა, რომ როდესაც მე ვიკითხე - შემეძლო თუ არა, ჩვეულებრივ ფასში მეყიდა იგივე წამალი(ლორისტა), გამყიდველისგან (ჩვენს აფთიაქებში ფარმაცევტები დიდი ხანია აღარ არსებობენ!) დადებითი პასუხი მივიღე!

 

ბოდიში და, შეგნებულად აღიზიანებთ ხალხს?!

 

P.S. თუკი დაგჭირდებით, მზად ვარ, მოვიდე თქვენი თხოვნით და აღნიშნულ აფთიაქში ნებისმიერი საზოგადოების თანდასწრებით გავიმეორო იგივე - რაც სტატუსში დავწერე.

 

P.P.S. იმ გაწბილებულ ადამიანებს სმენა და ხმა აშკარად არ უვარგოდათ, თორემ ცოტა დააკლდათ, რომ სამ ხმაში „მიშა მაგარია“ არ იმღერეს!“ - წერს ყარაულაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner