logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: აი, მხოლოდ მაისურებზე რომ გაწერიათ - რუსეთი ოკუპანტიაო, ეგენი ნუ გამომეხმაურებით...
- +

21 აგვისტო. 2019. 03:02

 

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„soooooooos!!!

 

დასაფიცად ერთი ბოძი მინდა გადავწიო უკან, თუნდაც ერთი მეტრით, თუნდაც ერთხელ და ჩემი ქვეყნის ტერიტორიების მიტაცება ასე გავაპროტესტო... აი, მხოლოდ მაისურებზე რომ გაწერიათ - პუტინ ხუილიო და რუსეთი ოკუპანტია, რუსთაველზე რომ ტრანსპატანტებს აფრიალებენ და საზღვართან შარვლებჩახდილები უკანალს იშვერენ, ეგენი ნუ გამომეხმაურებით, ნურც ისინი, ვინც ერთმანეთს თვალებს თხრიან, ასისხლიანებენ და მერე ერთმანეთს აბრალებენ, ერთმანეთს ანგარიშს უსწორებენ, გამოდით, თქვით ვის გიყვართ ეს ქვეყანა უანგაროდ, წამოუყვედრებლად, ვის გტკივათ, ვის გინდათ ამ ქვეყანას ემსახუროთ და არა პირიქით... როდის ყოფილა, როდის, ოდესმე ერთი გოჯიც ვინმეს ნებით დაუბრუნებინოს? მოგლიჯეთ ეს ქვეყანა და გადაიტანეთ კოორდილიერებთან ან ალპებთან ან გადაყლაპეთ და სადმე გადამალეთ ან ამ დედააფეთქებულ რუსებს დაელაპარაკეთ რომელიმე ენაზე, იქნებ ეს ქვეყანა შევინარჩუნოთ როგორმე, როოოოგორმე, სამარცხვინოები ვხდებით , უნიათოები, მშიშრები, ცრუქაქუნები, აეთრიეთ მაგ პლიაჟებიდან და თქვით რამეე, როგორ გინდათ ქვეყანა გადაარჩინოთ, რისი რეზოლუციები და ფორმატები, რისი ლოდინი, ასეთი სად გინახავთ, სად გაგონილა, რომელ ქვეყანაში მიაქვთ მიწები ასე, ტორტის ნაჭრებივით, ხალხო, ერთი კარგად გამოიძინეთ და გამოიღვიძეთ!“, - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner