logo_geo
eng_logo
ანაკლიის ფესტივალზე შესვლა გამკაცრებულია
- +

23 აგვისტო. 2019. 02:42

 

 

ანაკლიის ფესტივალ „Echowaves“-ზე, რომელიც დღეს გაიხსნა, შესვლა გამკაცრებულია. ამის შესახებ მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ.

 

„ფესტივალ„ Echowave“s-ზე სამეგრელოს და ზუგდიდის პირველ პირებს არ უშვებენ. ეუბნებიან, რომ ისინი სიაში არ არიან .სამარცხვინოა ეს. აქ მათი პატივისცემის ნიშნად არ ვაკონკრეტებ სახელს და გვარებს. P.S: ხალხი არ გყავთ ფესტივალზე და პირიქით, უნდა ითხოვდეთ შემოდით არიქა გვიშველეთო!“, - წერს ინტერნეტ მომხმარებელი.

 

წინა წლებთან შედარებით, რომ გართულებულია ფესტივალზე მოხვედრა ამ ფაქტს „პრაიმტაიმთან“ მედიის წარმომადგენლებიც ადასტურებენ.

 

„31 ივლისამდე ყოფილა აკრედიტაციის დედლაინი შესავსები, დრო გაგვეპარა და ამ მიზეზით ვერ მოვხვდით, გვითხრეს სია დახურული იყო და ვერ მიგვიღებდნენ“, - ამბობს ადგილობრივი მედიის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

 

ფესტივალის მონაწილეთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით ანაკლიაში სამედიცინო პუნქტიც გაიხსნა. ადგილზე ვითარებას კი სამართალდამცავები აკონტროლებენ. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი დღეს გაიხსნა და ოთხ დღეს გასტანს. ფესტივალის ორგანიზატორები გამკაცრებულ შესვლასთან დაკავშირებით აღნიშნულ ტერიტორიაზე, კომენტარს არ აკეთებენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner