logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: გვარამიას მარაზმი, სხვაგვარად ვერ უწოდებ იმას, რაც...
- +

26 აგვისტო. 2019. 23:23

 

 

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გვარამიას მარაზმი. სხვაგვარად ვერ უწოდებ იმას, რაც ამ მასხარას გამოისობით ხდება.

 

ვადანაშაულებთ პროკურატურას, სასამართლოს, ხელისუფლებას... არა და, უნდა ამ „კეთილ- შობილს“ ციხეში ჩაჯდომა და თუ გინდათ, შეე...კითხეთ...

 

ჰუმანური მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდება, აბსოლუტურად ნორმალურია. თუ სასამართლოს აქვს ბრალის შემსუბუქების საშუალება, ის უნდა გამოიყენოს და ნამდვილად, არ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას, ვთქვათ, ჩემი გულის მოგებისთვის. აი, რამდენად მართებულია, როდესაც დამნაშავე უარს ამბობს ბრალის მსუბუქ ფორმაზე, იმუქრება, არც გირაოს გადავიხდი და არც აღკვეთის ნორმებს დავემორჩილებიო და ამ დროს 1 თვეს აძლევ მოსაფიქრებლად, ეს ნამდვილად არ ვიცი... მას რომ მოსაფიქრებელი ჰქონდეს, იშოვის თუ ვერ იშოვის გირაოს თანხას, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ არა, აი, ასე მინდაო და ასე მოვიქცევიო... ამ შემთხვევაში, ბრალი უნდა დამძიმდეს და იქვე, დარბაზში უნდა დააპატიმრონ...

 

უფ, არა და, როგორ უნდა რომ დააპატიმრონ! ამ სირთაოზს ჰგონია, რომ გმირი გახდება... მის გამო ქუჩებში გამოსული მხარდამჭერების ტევა არ იქნება... სისხლიან ნაცმოძსაც გააცოცხლებს და მოგვევლინება ლიდერად.

 

გვარამიას მარაზმატიკული აზროვნების იაფი და იორღა გზა ლიდერობისკენ!

 

ერთი თვე ბევრია... ერთ თვეში თემა დაკარგავს აქტუალობას. ერთი თვის შემდეგ, გინდ გარეთ იყოს და გინდ შიგნით.. აი, ვირის ამბავივით იქნება, გინდ ღობის აქეთ დააბი, გინდ, ღობის იქითო... ვირი მაინც ვირიაო.

 

ამიტომ, გზა ერთი აქვს- ციხე!

 

ალბათ, საზღვარგარეთ წასვლასაც ეცდება სამართალდამცველების ნებართვის გარეშე... ანუ, იძულებულს გახდის, დაიჭირონ!

 

ჰო და, დაიჭირეთ რაა... !!!

 

უნდა ქათამს საქათმეში და თუ გინდათ, შეე... კითხეთ....“, - წერს ხოფერია.

 

 

right_banner
არქივი
right_banner